მარტის აქციების მიმდინარეობისას დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი მოსამართლემ 2 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
როგორც ბექა გრიგორიადისის ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ „ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არაპროპორციულია და ის აუცილებლად გასაჩივრდება.
ინფორმაციისთვის, ბექა გრიგორიადისი 1 ივნისს, პარლამენტის შენობასთან სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს.