ავტორი:

თათია შარანგია ქორწინდება: "ღმერთს ვთხოვ, ეს სიყვარული იყოს მარადიული და ოჯახი კი ტრადიციული ღირებულებების მატარებელი"

თათია შარანგია ქორწინდება: "ღმერთს ვთხოვ, ეს სიყვარული იყოს მარადიული და ოჯახი კი ტრადიციული ღირებულებების მატარებელი"

პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია ქორწინდება. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ცნობილი გახდა, რომ მისი რჩეული ჯარჯი თორაძეა. როგორც თათია წერს, ქორწილი 5 ივნისს არის დაგეგმილი.

"ჩემო საყვარელო მეგობრებო, ალბათ გახსოვთ, თუ როგორ მინდოდა ჩემი დაბადების დღე თქვენთან ერთად აღმენიშნა… ვერ ვახერხებ ძალიან მტკივა გული, მაგრამ ვიცი მაპატიებთ, რადგან გიზიარებთ სასიხარულო და საპატიო მიზეზს. 5 ივნისს გვაქვს ქორწილი მე და ჯარჯის, ვიწერთ ჯვარს და ვაწერთ ხელს. ღმერთს ვთხოვ ეს სიყვარული იყოს მარადიული და ოჯახი კი ტრადიციული ღირებულებების მატარებელი. თქვენთან შეხვედრას კი აუცილებლად მოვაწყობ და ბედნიერებას ვიზეიმებ თქვენთან ერთად… სულ მალე." - წერს ტელეწამყვანი.

ეს თათიასთვის მესამე ქორწინება იქნება. პირველად ის ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილზე, ლაშა შევარდნაძეზე იყო დაქორწინებული, მათი ოჯახური თანაცხოვრება სამ წელიწადს გაგრძელდა. ამ ქორწინებიდან თათიას ჰყავს ორი შვილი, ედუარდი და ალექსანდრე შევარდნაძეები.

მეორედ ის ბიზნესმენ სანდრო შელიაზე დაქორწინდა, რომელსაც გასულ წელს დაშორდა.

როგორც ცნობილია, წარსულში ჯარჯი თორაძეც იყო დაქორწინებული და მას შვილიც ჰყავს.

ასევე იხილეთ: