ავტორი:

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტის წინ აქციაზე ადმინისტრაციული წესით 3 პირი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტის წინ აქციაზე ადმინისტრაციული წესით 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე 3 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, სამივე პირი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად არის დაკავებული.

როგორც ცნობილია, დააკავა ასევე ადვოკატი შოთა თუთბერიძე.

შეგახსენებთ, პარლამენტთან უკვე რამდენიმე დღეა აქტივისტები მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციას მართავენ. გუშინ პოლიციამ გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი მაშინ დააკავა, როდესაც ის კარვის გაშლას ცდილობდა. სასამართლომ მას 2 ათას ლარიანი გირაო დააკისრა.