ავტორი:

"ზოგმა ხელი დაკარგა, ზოგმა - ფეხი" - ინდოეთში გლოვაა: მასშტაბურ საკრინიგზო ავარიას 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა, რას აცხადებენ გადარჩენილები? (ფოტოები)

"ზოგმა ხელი დაკარგა, ზოგმა - ფეხი" - ინდოეთში გლოვაა: მასშტაბურ საკრინიგზო ავარიას 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა, რას აცხადებენ გადარჩენილები? (ფოტოები)

ინდოეთის ოდიშის შტატის ქალაქ ბალასორში ორი სამგზავრო და ერთი სატვირთო მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 288 ადამიანი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება და მაშველები ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან გადაბრუნებული ვაგონების ქვეშ უამრავი ადამიანია მოყოლილი.

  • "მე ხელი დამიშავდა და კისრის უკანა ნაწილი. როდესაც მატარებლის ვაგონიდან გამოვედი, დავინახე, რომ ვიღაცამ ხელი დაკარგა, ვიღაცამ - ფეხი, ვიღაცას სახე დაუზიანდა" - აცხადებენ გადარჩენილი ინდოეთის მოქალაქეები.

სარკინიგზო კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ინდოეთის რკინიგზის მინისტრმა, აშვინი ვაიშნაუმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „მაღალი დონის გამოძიება“ დაინიშნა.

CNN-ი იუწყება, რომ ინდოეთის მატარებლები ყოველდღიურად 13 მილიონ მგზავრს ემსახურება. წლების განმავლობაში უყურადღებობამ ლიანდაგების მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია, რის გამოც, მთავრობამ რკინიგზის განახლებისთვის ბოლო დროს მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩადო.

ბოლოს მსგავსი მასშტაბური სარკინიგზო კატასტროფა 1981 წელს მოხდა, როდასაც ჰიბარის შტატში მატარებელი მდინარეში ჩავარდა. მაშინ შემთხვევის შედეგაც 800 ადამიანი დაიღუპა.