ავტორი:

იუბილარი ელის მარია სააკაშვილი ბებიასთან ერთად - ფოტოები ექსპრეზიდენტის ქალიშვილის დაბადების დღიდან

იუბილარი ელის მარია სააკაშვილი ბებიასთან ერთად - ფოტოები ექსპრეზიდენტის ქალიშვილის დაბადების დღიდან

3 წლის წინ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სოფო ნიჟარაძეს ქალიშვილი შეეძინათ. გოგონა, რომელსაც ელის მარია დაარქვეს, ამერიკაში დაიბადა. მომღერალი შვილთან ერთად საქართველოში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც მიხეილ სააკაშვილი დააპატიმრეს.

მას შემდეგ მედიასა და საზოგადოებაში აქტიური განხილვის საგანია ექსპრეზიდენტის პირადი ცხოვრება. ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მეორე ქალიშვილი მიხეილ სააკაშვილს ლიზა იასკოსთან ჰყავს. (წაიკითხეთ: "გოგონა 1 წლისაა, მას სახელი დედამ შეურჩია... მამას ჯერ არ უნახავს" - რა იციან ლიზა იასკოსა და მიხეილ სააკაშვილის შვილზე ექსპრეზიდენტის გარემოცვაში?)

სააკაშვილი პერიოდულად აქვეყნებს მისი და მომღერალ სოფო ნიჟარაძის საერთო შვილის ელის-მარია სააკაშვილის ფოტოებსა თუ ვიდეოებს სოციალურ ქსელში. გუშინ ექსპრეზიდენტმა "ფეისბუქში" გამოაქვეყნა ელის მარიას ვიდეო, სადაც გოგონა ასახელებს, თუ რომელი დროშა რომელი ქვეყნის არის.

"შეხედე ერთი ამ საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტს" - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. ამ ვიდეოთი ის ქალიშვილს იუბილესაც ულოცავს. ელის მარია გუშინ 3 წლის გახდა. როგორც ირკვევა, მის იუბილეს ბებია, გიული ალასანიაც დაესწრო. სოფომ გოგონას დაბადების დღე მის პატარა მეგობრებთან ერთად დაბადების დღის ცენტრში აღნიშნა.

წაიკითხეთ ასევე:

ნახეთ ფოტოები: