ავტორი:

პროკოპენკო, პალამარი, ვოლინა და სხვები - აზოვის მცველების ახალი ფოტო: რას წერს უკრაინის რადას თავმჯდომარე

პროკოპენკო, პალამარი, ვოლინა და სხვები - აზოვის მცველების ახალი ფოტო: რას წერს უკრაინის რადას თავმჯდომარე

უკრაინის რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი "აზოვის მცველებთან" ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. სტეფანჩუკი მათ თურქეთშუ შეხვდა. როგორც რადას ხელმძღვანელი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერს, გმირ უკრაინელ მეომრებს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით შეხვდა.

"აზოვის მეთაური, გმირი, დენის პროკოპენკო, მისი მოადგილე სვიატოსლავ პალამარი, 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი სერგეი ვოლინა, ოლეგ ხომენკო და დენის შლეგა უკრაინის ეროვნული გვარდიიდან ამჟამად არიან თურქეთში. მადლობელი ვარ თურქეთის ჩვენი მცველების დაბრუნებაში დახმარებისთვის.

ჩვენი გუნდი საპრეზიდენტო ოფისის, ადრეი ერმაკის ხელმძღვანელობით ყოველდღიურად მუშაობს, რომ ჩვენი ყველა სამხედრო ტყვე სახლში დაბრუნდეს. ჩვენს ყველა მცველს გადაწყვეტილი აქვს გააგრძელოს ბრძოლა. ჩვენ ყველა მათგანი უნდა დავაბრუნოთ", - წერს სტეფანჩუკი.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ოკუპანტებმა აზოვსტალის აღება შეძლეს, იქ მყოფი მეომრები ტყვედ ჩავარდნენ. უკრაინამ მათი გათავისუფლება შეძლო, თუმცა მოლაპარაკების მიხედვით, ომის დასრულებამდე "აზოვის მცველებს" უკრაინაში ჩასვლა არ შეუძლიათ.