"რაც ამ ეტაპზე გავარკვიე, გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი იყო ჩამოსული" - რას წერს დიტო სამხარაძე

"რაც ამ ეტაპზე გავარკვიე, გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი იყო ჩამოსული" - რას წერს დიტო სამხარაძე

დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, რომლებშიც ასახულია თუ როგორ გადაადგილდებიან საქართველოში ესკორტად ავტომობილები რუსული ნომრებით. მედიასაშუალებებში გამოითქვა ვარაუდი, რომ აღნიშნული ავტომობილებით ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის გარემოცვის წევრები გადაადგილდებოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, კადრები 2 ივნისსაა გადაღებული ტაბახმელასა და ბათუმში.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, აღნიშნული მანქანები ლარსიდან შემოვიდნენ და საქართველოს გავლით თურქეთში გადავიდნენ. ჩვენს ქვეყანაში კი ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს. უცნობია, კონკრეტულად ვინ გადაადგილდებოდა აღნიშნული ესკორტით, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, საქმე ეხებოდეს რამზან კადიროვთან დაახლოებულ ჩეჩენ ბიზნესმენს.

ქართული ოცნების წევრი, დიტო სამხარაძე აღნიშნულთან დაკავშირდებით პოსტს ავრცელებს:

"რაც გავარკვიე, ერთი საერთო აქვს ნაცების მიერ ვინოკუროვის შემთხვევაში და დღეს აწეულ თემებს:

თუ რომელიმე მათგანს შემოსვლისას რამე შეფერხება შეექმნებოდა, ნაცები ატეხავდნენ ყვირილს, რომ ანტიპუტინისტ ვინოკუროვს, გროზნოს გადაყენებულ მერს და კადიროვის დაჭერილ ბიზნესმენს საქართველოში პრობლემები ექმნება. როცა მათ არავის პრობლემა არ შეუქმნა და ეს სცენარი ჩაუვარდათ, მერე გახდნენ ისინი ლავროვის ნათესავები და დღეს - კადიროველები…

დიახ! რაც ამ ეტაპზე გავარკვიე, გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი იყო ჩამოსული და მათ მეგობრებიც ახლდნენ. არც ერთ მათგანს ოკუპაციის კანონი დარღვეული არ ქონდა.

სხვა დეტალებს მესაზღვრე ისედაც არ არკვევს - არ არის ძებნილი და არ აქვს ოკუპაციის კანონი დარღვეული. შესაბამისად, პრობლემა არავის შეუქმნია, შემოვიდნენ ტურისტებად, ფული დახარჯეს და წავიდნენ. დარღვევა რომ რამე ქონოდათ, არავინ შემოუშვებდა.

ანუ სინამდვილეში ისევ ნაცების საზიზღარი პროვოკაცია და დაზომბებული რამდენიმე ათეული აქტივისტის ყალბი პატრიოტიზმია.

ჩეჩნების საწვრთნელი ბაზები ქონდათ აქ მოწყობილი აგვისტოს ომის შემდეგ და ჩვენთან ქექავენ სისულელეებს, რა უნდა ველაპარაკო ამ მართლა მოღალატეებს

რაც შეეხება მათ უზრდელობებს - ყველას დედებს მოვიკითხავ, ვინც ამ უზრდელობის კამპანიაშია ჩართული"- წერს დიტო სამხარაძე "ფეისბუქში"

ასევე იხილეთ:

ავტოკოლონა რუსული სანომრე ნიშნებით საქართველოში - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში?