ავტორი:

"დრონით თავდასხმის გამო ენერგეტიკულ ობიექტს ცეცხლი გაუჩნდა" - ბელგოროდის გუბერნატორი

"დრონით თავდასხმის გამო ენერგეტიკულ ობიექტს ცეცხლი გაუჩნდა" - ბელგოროდის გუბერნატორი

რუსეთის ბელგოროდის ოლქში ერთ-ერთ ენერგეტიკულ ობიექტზე ხანძარია, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი „ტელეგრამ“ არხზე წერს.

მისი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი დრონის გამოყენებით განხორციელებული თავდასხმაა.

"წინასწარი მონაცემებით, ხანძრის მიზეზი დრონიდან ჩამოგდებული ასაფეთქებელი მოწყობილობა გახდა. მსხვერპლი არ ყოფილა. ადგილზე მობილიზებულია ოპერატიული სამსახურები“, - აცხადებს გუბერნატორი.