ავტორი:

საქართველოში უახლესი მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფი პაციენტებს სრულყოფილი ონკოლოგიური კვლევის შესაძლებლობას სთავაზობს

საქართველოში უახლესი მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფი პაციენტებს სრულყოფილი ონკოლოგიური კვლევის შესაძლებლობას სთავაზობს

მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი ონკოლოგიური დაავადებებია. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში ონკოლოგიური პათოლოგიებით სიკვდილიანობას მეორე ადგილი უჭირავს, კარდიოვასკულურის შემდეგ. სიმსივნისა და ადრეული მეტასტაზირების გამოვლენა თანამედროვე კლინიკური მედიცინის ერთ-ერთი აქტუალური საკითხია. მისი აქტუალობა განპირობებულია აღნიშნულ პათოლოგიათა საკმაოდ მაღალი სიხშირით და მრავალფეროვნებით.

მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიგნოსტირების, მისი თვისების დადგენის და გავრცელების არეალის განსაზღვრის პროცესში. მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია უზრუნველყოფს ასევე მკურნალობის ეფექტურობის განსაზღვრას.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ რადიოლოგიის ცენტრი საქართველოში უახლესი, ყველაზე მძლავრი მაგნიტურ რეზონანული ტომოგრაფით აღიჭურვა, რაც ონკოლოგიური დაავადებების სრულყოფილად გამოკვლევის შესაძლებლობას იძლევა.

ონკოლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტირების მიმართულებით ახალი აპარატის შესაძლებლობებსა და უპირატესობებზე „ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმი რადიოლოგი ნათია კბილაშვილი გვესაუბრება.

ონკოლოგიური დაავადებების კვლევის დროს რა უპირატესობებს გვთავაზობს ახალი მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფი?

ის ძლიერი მაგნიტური ველისა და რადიოტალღების საშუალებით ორგანიზმის შიგნით არსებული მდგომარეობის დეტალურ გამოსახულებას ქმნის. ჩვენი აპარატის მთავარი უპირატესობაც ის არის, რომ ის გვაძლევს ამ გამოსახულების ძალიან მაღალ ხარისხს, თანაც უმოკლეს დროში, დაახლოებით 25 შეგვ წუთში შეგვიძლია გამოვიკვლიოთ მთელი სხეული და აღმოვაჩინოთ ან გამოვრიცხოთ ონკოლოგიური პროცესის არსებობა.

მაღალტექნოლოგიური კვლევები საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ განსხვავება ჯანსაღ და არაჯანსაღ ქსოვილებს შორის, დავადგინოთ პათოლოგიური კერის ხასიათი, მისი ლოკალიზაცია და ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ კოლეგებს პათოლოგიური პროცესის გავრცელების შესახებ, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების მართვასა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრაში.

რას ნიშნავს უჯრედულ დონეზე კვლევა და რამდენად გადამწყვეტია ის ონკოლოგიური დაავადებების დროს?

როგორც უკვე აღვნიშნე, მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია მაღალი ხარისხის გამოსახულებას ძლიერი მაგნიტური ველისა და რადიოტალღების საშუალებით ქმნის. ის სხვადასხვა რეჟიმების გამოყენებით საშუალებას გვაძლევს მაღალი სიზუსტითა და სპეციფიკურობით ვისაუბროთ პათოლოგიური კერის ხასიათზე, მის სტრუქტურაზე და შენებაზე. ყველა რეჟიმს თავისი დანიშნულება აქვს, მათი ერთობლიობა და შეჯამება საშუალებას გვაძლევს ონკოლოგიურ დაავადებათა უმრავლეს შემთხვევაში გამოვიტანოთ მორფოლოგიური დიაგნოზი. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი და მეტიც - გადამწყვეტია ონკოლოგიური დაავადებების დროს, თუნდაც იმიტომ, რომ თავიდან ავიცილოთ დიაგნოსტიკის ინვაზიური მეთოდები, მაგალითად, პუნქციური ბიოფსია. ეს უკანასკნელი საკმაოდ არასასიამოვნო პროცესია და დისკომფორტია პაციენტისთვის.

აპარატს სიმძლავრის უპრეცედენტო მაჩვენებელი აქვს. ეს რატომ არის მნიშვნელოვანი პაციენტებისთვის?

ჩვენ შეგვიძლია გამოვიკვლიოთ სხეულის არა მარტო ცალკეული უბნები, ორგანოები და ორგანოთა სისტემები, არამედ მთელი სხეული. შეგვიძლია დროის მოკლე მონაკვეთში მივიღოთ ინფორმაცია მთელი სხეულის მდგომარეობის შესახებ. ჩვენი აპარატის საშუალებით შესაძლებელი ხდება დაავადებებისა და პათოლოგიური მდგომარეობის გამოვლენა განვითარების ნებისმიერ ეტაპზე. დაბოლოს, ჩვენი აპარატის მთავარი უპირატესობაა გამოსახულების უმაღლესი ხარისხი, უმოკლეს დროში. უპრეცედენტოდ გაუმჯობესებული გარჩევადობის ხარისხს, 70%-ით შემცირებულ დროში ვიღებთ.

R