დრონები მევენახეობაში
ტექნოლოგიებმა ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიკავა. შედეგად, ადამიანები უფრო მარტივად, სწრაფად და ეფექტურად აკეთებენ საკუთარ საქმეს. ეს ეხება სხვადასხვა ინდუსტრიას, მათ შორის, სოფლის მეურნეობასაც.
პაატა სარდალაშვილი წლებია ღვინოს აწარმოებს, თუმცა ამ წლების განმავლობაში მის საქმიანობაში ტექნოლოგიების დამსახურებით უამრავი რამ შეიცვალა.
„ყველაფერი ვაზითა და ღვინით დაიწყო. დავიწყე ორგანული ღვინის წარმოება როგორც წითლის, ისე თეთრის. ღვინო ქვევრში, ქართული ტრადიციებით მზადდება და მისი ერთ-ერთი გამორჩეულობა ისიცაა, რომ ტერუარული ღვინოა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყურძენი ადგილწარმოშობისაა და საუკეთესო გემოს იძლევა. დროთა განმავლობაში, როცა წარმოება წინ წავიდა და მეც ვსწავლობდი სხვადასხვა ტექნოლოგიას, თუ როგორ შეიძლება ამ სფეროში საქმის შემსუბუქება, დროის მოგება და მეტი ხარისხის დადება, მივაგენი დრონებს, რომლებიც თანამედროვე მსოფლიოში მრავალი გზით გამოიყენება. ვიფიქრე, რატომაც არ შეიძლებოდა მათგან სარგებლის ნახვა მევენახეობაშიც და ამ იდეამ გაამართლა. დრონების მეშვეობით მარტივდება ვენახების შეწამვლისა და მასზე გრანულებიანი სასუქის მოფანტვის პროცესი,” - გვიყვება პაატა სარდალაშვილი.

მისი მონათხრობიდან ვიგებთ, რომ დრონების გამოყენებას ბევრი დადებითი მხარე აქვს. პირველ რიგში, მას ნაკლები წყალი სჭირდება, ვიდრე ძველებურ ტექნიკას. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ის არ აზიანებს მცენარეებსა და ნიადაგს. განსხვავებით ტრაქტორისგან, რომელიც როცა ვენახებში შედის, გვერდს ვერ აუვლის ნიადაგისა და მცენარის დაზიანებას, ეს კი თავისთავად მოსავალსაც ამცირებს. ის ადამიანის მინიმალური ჩარევით მუშაობს, წინასწარ დაყენებული პროგრამით და საშუალო ზომის დრონი საათში 12 ჰექტარს ფარავს, რაც ძალიან დიდ დროსა და რესურსებს ზოგავს. სწორედ ამ მიზეზების გათვალისწინებით, ფერმერმა დრონების გამოყენება დაიწყო და დღეს მისი ბიზნესი არის კომპანია xag-ის ქართული წარმომადგენელი.

კიდევ ერთი საქმიანობა, რომელსაც ბიზნესი ეწევა ბიოხორბლის წარმოებაა. ღვინის მსგავსად, ესეც ორგანული პროდუქტია, რომელიც გახლავთ სრულიად ჯანსაღი და არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს. ჩვენს წარმოებულ ხორბალს ყიდულობენ საწარმოები და ბიოპურს ამზადებენ, რომელიც შემდეგ იყიდება სხვადასხვა ობიექტში.
„ყველა ეს ბიზნესმიმართულება, რა თქმა უნდა, დიდ დროს, რესურსსა და ფინანსებს მოითხოვს. თითოეული მათგანის ჩამოყალიბებისა და გამართვისთვის დამატებით რესურსებს ვეძებდი, რადგან თავად არ მყოფნიდა თანხა საქმის ბოლომდე და სრულფასოვნად დასაწყებად. მინდა აღვნიშნო, რომ მქონდა მცდელობა, ფინანსები სხვადასხვა გზით მომეძიებინა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო არ ხერხდებოდა. ბოლოს ლიბერთი ბანკს მივმართე, სადაც მოეწონათ ჩემი იდეები და მაქსიმალურად დამიჭირეს მხარი, რომ ისინი განმეხორციელებინა. ძალიან გულდასმით მოეკიდნენ ჩემს საკითხს და ზედმეტი პროცედურების გარეშე, მარტივად მივიღე დაფინანსება და შევძელი საქმის წარმოება როგორც ღვინის, ისე ბიოხორბლისა თუ დრონების ბიზნესის შემთხვევაში. სრულიად თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ლიბერთი ბანკის მხარდაჭერის გარეშე ამ პროექტებიდან არცერთი არ განხორციელდებოდა,” - აღნიშნავს პაატა სარდალაშვილი.
პაატა სარდალაშვილი ახლო მომავალში დრონების ახალი ტექნიკის დამატებას აპირებს და ამჟამად მისი პრეზენტაციისთვის ემზადება. ასევე მუშაობს ღვინის აშშ-სა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაგზავნაზე.
„ჩემი ცხოვრების უმთავრესი ნაწილი იმ საქმიანობას უკავშირდება, რომლითაც დაკავებული ვარ. ჩემი ერთი დღე არასოდეს ჰგავს მეორეს, რადგან მრავალფეროვანი საქმეები მაქვს და ყოველდღე შეიძლება რაღაც სიახლე გამოჩნდეს, რომელსაც დრო და ყურადღება უნდა დავუთმო. საკმაოდ დატვირთულები ვართ. ამ ეტაპზე ბიზნესი სტაბილურად მიდის, თუმცა სამომავლოდ კიდევ თუ დამჭირდება დახმარება ან რესურსები, ნამდვილად მაქვს იმედი, რომ ისევ პარტნიორი ბანკი დამიდგება გვერდში,“ - დაამატა პაატა სარდალაშვილმა.
ფერმერი მთელ მონდომებასა და ენერგიას დებს ახალი პროექტების განხორციელებაში და იმედოვნებს, რომ ეს ყველაფერი ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც მისი წინა პროექტები.
R