ავტორი:

"აივანზე ნახეს გარდაცვლილი..." - ერთ-ერთი პირველი ქალი პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის მაიორი ლია პარკაული აშშ-ში გარდაიცვალა

"აივანზე ნახეს გარდაცვლილი..." - ერთ-ერთი პირველი ქალი პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის მაიორი ლია პარკაული აშშ-ში გარდაიცვალა

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი, პოლიციის მაიორი ლია პარკაული გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში ახლობლები გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის უკმარისობას ასახელებენ.

"აივანზე ნახეს გარდაცვლილი, სამწუხაროდ. გულის უკმარისობას ვარაუდობენ, მაგრამ ისედაც ჰქონდა ჯანმრთელობაზე პრობლემა და თავსაც არ უფრთხილდებოდა“ - წერს ოჯახის ახლობელი.

ქალბატონ ლიას საქართველოში კარგად იცნობდნენ, წლების წინ ის, ერთ-ერთი პირველი ქალი პატრული გახლდათ. 2013 წელს კი საქართველო დატოვა და საცხოვრებლად შტატებში გადავიდა. მანამდე კი იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მრავალწლიანი ერთგული სამსახურისთვის სამახსოვროდ ცეცხლსასროლი იარაღით დაასაჩუქრა.

მაიორი ლია პარკაული 1987 წლიდან 2013 წლის 8 ოქტომბრამდე შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში მსახურობდა. ბოლო 9 წლის განმავლობაში იგი საპატრულო პოლიციაში პატრულ-ინსპექტორად მუშაობდა. გამოცდილმა პოლიციელმა საქართველოს შს სამინისტროს უწყებიდან წასვლა ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავ სფეროში საქმიანობის გაგრძელების მიზნით გადაწყვიტა.

ქვეყნის დატოვებამდე გაზეთ "ყველა სიახლესთან“ ინტერვიუში ამბობდა, რომ FBI-ში აპირებდა მუშაობის დაწყებას.

"მსურს ოკეანის გაღმა ვცადო ბედი და ძალები მოვსინჯო, სანამ ახალგაზრდა ვარ და მუხლი და გონება მიჭრის. ოთხი წლის წინ გავიარე სპეციალური კურსები ამერიკაში, ექსტერნად ჩავაბარე გამოცდა და მაქვს სერტიფიკატი. 2008 წელს მოვხვდი 50-დან 5 წარჩინებულ სტუდენტს შორის და FBI-დან აშშ-ს საელჩოში ხუთივეზე მოვიდა მოწვევა. საბუთები გამზადებული მქონდა და 2008 წლის 9 აგვისტოს მივფრინავდი, თუმცა მოგეხსენებათ, 8 აგვისტოს ომი დაიწყო და ეს პროექტი შეჩერდა. ამის შემდეგ სულ ამაზე ვფიქრობდი, ახლაც მივიღე შემოთავაზება და გადავწყვიტე გავიარო ექვსთვიანი გადამზადების კურსები FBI-ში, პარალელურად კი ვიმუშავებ".

წაიკითხეთ ასევე: