ავტორი:

"ნიკორა" განათლებაზე ზრუნვის ფარგლებში სკოლების დახმარებას ისევ აგრძელებს

"ნიკორა" განათლებაზე ზრუნვის ფარგლებში სკოლების დახმარებას ისევ აგრძელებს

„ნიკორა“ სკოლების დახმარებას აგრძელებს. კომპანია საჩუქრებით ამჯერად ნინოწმინდისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლებს ესტუმრა. რეგიონის სკოლებს პერსონალური კომპიუტერები, ახალგამოცემული საკითხავი ლიტერატურა გადასცეს. მოსწავლეები კი ინდივიდუალურად სხვადასხვა სასკოლო ნივთებით დაასაჩუქრეს.

როგორც იაკობ ტრიპოლსკის სახელობის დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურის №1 საჯარო სკოლის დირექტორი გელა ქავთარაძე აღნიშნავს, გადაცემული საჩუქრები მათთვის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი იყო.

„რა საჭიროებებიც ჩვენს სკოლას ჰქონდა, სწორედ იმ კუთხით დაგვეხმარნენ. თითქოს აქ იყვნენ და იცოდნენ ჩვენი პრობლემების შესახებ. ბიბლიოთეკაში მხოლოდ მოძველებული წიგნები გვქონდა, შესაბამისად ახალი ლიტერატურა ძალიან გვჭირდებოდა. ვფიქრობდით, როგორ შეგვეძლო ამ დანაკლისის შევსება. სწორედ ამ დროს გამოჩნდა „ნიკორა“ და წიგნებით დაგვასაჩუქრა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის კომპიუტერული ტექნიკაც, რომელიც ჩვენს სკოლას გადმოსცეს,“ - აღნიშნავს გელა ქავთარაძე.

ანალოგიურად საჩუქრებით ეწვია „ნიკორა“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის №1 საჯარო სკოლასაც და მათაც სასწავლო პროცესის უკეთესად წარმართვისთვის საჭირო ტექნიკა და ლიტერატურა გადასცეს.

„ძალიან სასიხარულო იყო ჩვენთვის ეს სტუმრობა. კომპანია განსაკუთრებულად ეროვნულ და კეთილ საქმეს აკეთებს. იმდენი საჩუქარი მოგვიტანეს. იზრუნეს როგორც ადმინისტრაციაზე და პედაგოგებზე, ისე ინდივიდუალურად ბავშვებზე. გვიხარია, რომ ჯავახეთის სკოლაც გავახსენდით და სწორედ ჩვენი დახმარება გადაწყვიტეს. ბავშვების ძალიან გახარებული და კმაყოფილები არიან. იმდენი მადლობა მივიღეთ მათი მშობლებისგან... ეს მართლაც ეროვნული საქმეა და დიდი მადლობა ამისთვის“, - განაცხადა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის №1 საჯარო სკოლის დირექტორმა ავთანდილ ვანაძემ.

კომპანია სკოლებს უკვე 2 წელია ეხმარება. ამ დრომდე „ნიკორამ“ სასწავლო პროცესისთვის საჭირო ინვენტარი და სხვა საჩუქრები უკვე გადასცა მესტიის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და მცხეთა-თიანეთის სხვადასხვა სკოლას.

როგორც „ნიკორაში“ აცხადებენ, განათლებაზე ზრუნვა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, რეგიონის და განსაკუთრებით, მაღალმთიანი სოფლების სკოლების დახმარება მომავალშიც გაგრძელდება. პარალელურად, კომპანია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიების სტუდენტებს სემესტრულ სახელობით სტიპენდიას გადასცემს.

NS