ავტორი:

ძლიერი სეტყვა, წვიმა და ნიაღვარი გორში - დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების ეზოები, ხეხილი და ნარგავები (ვიდეო)

ძლიერი სეტყვა, წვიმა და ნიაღვარი გორში - დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების ეზოები, ხეხილი და ნარგავები (ვიდეო)

სეტყვამ გორის მუნიციპალიტეტი დააზარალა.

ინტენსიურ წვიმა და ძლიერი სეტყვა ქალაქის ტერიტორიაზე დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

გორის ზოგ უბანში სეტყვა განსაკუთრებით ძლიერი იყო, შესაბამისად, დააზიანა საცხოვრებელი სახლების ეზოებში ვაზი, ხილის და დეკორატიული ნარგავები. უხვი ნალექის შედეგად წარმოიქმნა ნიაღვარიც.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის სოფლებს, მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია ამ წუთებში ზუსტდება.