ავტორი:

სტიქია კახეთში - ყვარელში ადიდებულმა მდინარემ სახლები და სასოფლო სამეურნეო სავარგულები დატბორა

სტიქია კახეთში - ყვარელში  ადიდებულმა მდინარემ სახლები და სასოფლო სამეურნეო სავარგულები დატბორა

ყვარლის მუნიციპალიტეტში სტიქიაა. ადიდებულმა მდინარე ფატმასურიმ სოფელ გავაზს პრობლემები შეუქმნა. უხვმა ნალექმა მდინარის კალაპოტი გარღვია და წყალი სოფლის ცენტრალურ ქუჩებში მიედინება, რის გამოც, სამანქანე გადაადგილება შეუძლებელია. ასევე, დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და სარდაფები. გარდა ინფრასტრუქტურული ზიანისა, განადგურებულია სასოფლო სამეურნეო სავარგულები.

მოსახლეობა ამბობს, რომ სანიაღვრე არხებია გასაწმენდი, რის გამოც, უხვი ნალექი ვერ გატარდა. ამასთან, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გასამაგრებელია მდინარის ჯებირები. ისინი დახმარებას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ბრიგადები.

დაზარალებულებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ხვდება.