ავტორი:

"ყველა შედეგზე სრული პასუხისმგებლობა კიევის რეჟიმმა უნდა აიღოს" - დიმიტრი პესკოვი კახოვკას ჰესის აფეთქებაზე

"ყველა შედეგზე სრული პასუხისმგებლობა კიევის რეჟიმმა უნდა აიღოს" - დიმიტრი პესკოვი კახოვკას ჰესის აფეთქებაზე

კრემლი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს იმის შესახებ, რომ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე განხორციელებულ აფეთქებაზე პასუხისმგებელი რუსეთია.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მას ცალსახად მიაჩნია, რომ ინციდენტი უკრაინის მხრიდან ჩადენილი წინასწარგანზრახული დივერსია იყო.

„ის დაიგეგმა და განხორციელდა კიევიდან, კიევის რეჟიმისგან მიღებული ბრძანებით. კიევის რეჟიმმა უნდა აიღოს სრული პასუხისმგებლობა ყველა შედეგზე“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისივე მტკიცებით, უკრაინას მიზანია ყირიმისთვის წყლის წართმევა და ბრძოლის ველიდან ყურადღების გადატანა.

შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლება კახოვკას ჰესის კაშხალზე განხორციელებულ აფეთქებაში რუსეთს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ამ ქმედებას უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ჩადენილ ტერორისტულ აქტად განიხილავენ.