ავტორი:

“სამი დღის განმავლობაში უკრაინულმა რეჟიმმა ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთებზე დიდი ხნის წინ დაპირებული შეტევა სცადა" - სერგეი შოიგუ

“სამი დღის განმავლობაში უკრაინულმა რეჟიმმა ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთებზე დიდი ხნის წინ დაპირებული შეტევა სცადა" - სერგეი შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, უკრაინამ ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთებზე შეტევა დაიწყო.

“სამი დღის განმავლობაში უკრაინულმა რეჟიმმა ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთებზე დიდი ხნის წინ დაპირებული შეტევა სცადა, ამ მიზნებისთვის დიდი რაოდენობით ტექნიკისა და ცოცხალი ძალის კონცენტრირებით. 4 ივნისს უკრაინის შეიარაღებული ძალების 23-ე და 31-ე მექანიზირებული ბრიგადების ძალებით ხუთ მიმართულებაზე შეტევის მცდელობა ჰქონდა. არც ერთ მათგანზე მოწინააღმდეგემ წარმატებას არ მიაღწია, ჰქონდა დიდი დანაკარგები: 300 სამხედრო მოსამსახურე, 16 ტანკი, 26 ჯავშანმანქანა, 14 ავტომობილი”, - განაცხადა შოიგუმ.