ავტორი:

რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს

რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს

დიჯიტალ ტვ 6 წლისაა. ციფრული მაუწყებლობის ოპერატორი სლოგანით - შენთვის შექმნილი მაუწყებლობა - ზუსტად ამდენი წელია, საკუთარ მომხმარებელს მაღალი ხარისხის, მასზე მორგებულ მომსახურებას სთავაზობს.

დაბადების დღე კომპანიამ ერთგული აბონენტების დასაჩუქრებით აღნიშნა. ისინი 3 თვის განმავლობაში, რეიტინგული არხების სრულ პაკეტს, უფასოდ მიიღებენ.

დაარსების დღიდან, კომპანიისთვის მთავარი ღირებულება არის აბონენტის ინტერესის გათვალისწინება - მისთვის ხარისხიანი, ოპერატიული და კომფორტული სერვისის მიწოდება. სწორედ ამიტომ, დიჯიტალ ტვ მუდმივად აახლებს ტელეარხების პაკეტებს; მისი ტექნიკური გუნდი, 24-საათიან რეჟიმში, მუშაობს მიწოდებული არხების ხარისხის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე; ყოველწლიურად, კიდევ უფრო აფართოებს დაფარვის ზონა და ახლა უკვე მოსახლეობის 97%-ზე მეტს აქვს ტელეარხების მიღების შესაძლებლობა; ამასთან, კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. შედეგად, აბონენტებს შეუძლიათ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი საკომუნიკაციო გზით, დაუკავშირდნენ კომპანიას და დროულად მიიღონ ხარისხიანი მომსახურება.

დიჯიტალ ტვ მომხმარებელს მაღალრეიტინგული არხების პაკეტს სთავაზობს, 11 ლარიდან. კონკურენტულ ფასად, რეიტინგული არხების საუკეთესო პაკეტის შეთავაზებით, დიჯიტალ ტვ განვითარებას განაგრძობს და, უახლოეს მომავალში, საკუთარ აბონენტებს სიახლეს გაუზიარებს.

R