ავტორი:

ქარის შედეგად მოგლეჯილი ხე ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე ვიზიტორთა ცენტრს დაეცა

ქარის შედეგად მოგლეჯილი ხე ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე ვიზიტორთა ცენტრს დაეცა

ძლიერმა ქარმა და წვიმამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ქარის შედეგად მოგლეჯილი ხე ნაკრძალის ტერიტორიაზე არსებულ ვიზიტორთა ცენტრს დაეცა და სახურავის ერთი ნაწილი, ჭერი და ინვენტარი დააზიანა.

უხვმა ნალექმა რამდენიმე სოფელში დატბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები. დაზიანებულია ავტომობილებიც.

ლაგოდეხის მერიაში აცხადებენ, რომ ზარალის ზუსტი ოდენობის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.