ავტორი:

83 წლის ალ პაჩინოს არ სჯეროდა, რომ მეგობარი ქალი მისგან იყო ორსულად და დნმ-ის ტესტის ჩატარება მოითხოვა? - რას წერს მედია

83 წლის ალ პაჩინოს არ სჯეროდა, რომ მეგობარი ქალი მისგან იყო ორსულად და დნმ-ის ტესტის ჩატარება მოითხოვა? - რას წერს მედია

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი, 83 წლის ალ პაჩინო მეოთხედ გახდება მამა და რომ მისი 29 წლის მეგობარი ქალი, ნურ ალფალა ორსულადაა.

ეს ამბავი უკვე რამდენიმე დღეა დასავლური ტაბლოიდების განხილვის მთავარი თემაა და ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება.

  • მაგალითად, გამოცემა TMZ-ის ცნობით, ალ პაჩინოს არ სჯეროდა, რომ მისი მეგობარი ქალი მისგან იყო ორსულად, მსახიობის აზრით, არ შეეძლო, რომ ის დაეფეხმძიმებინა და ამიტომ, დნმ-ის ტესტის ჩატარება მოითხოვა, რათა გაერკვია, ის იყო ბავშვის მამა თუ - არა. პაჩინოს წარმომადგენელმა მამობის ტესტის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

ამ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე ბრიტანულმა "დეილი მეილმა" დაწერა, რომ პაჩინო ძალიან გახარებულია იმით, რომ მალე შვილი შეეძინება. გავრცელდა ვიდეოც, სადაც ალ პაჩინო ამბობს, რომ მის ასაკში ბავშვის შეძენა განსაკუთრებული რამ არის.

<iframe allowfullscreen frameborder="0" width="698" height="573" scrolling="no" id="molvideoplayer" title="MailOnline Embed Player" src="https://www.dailymail.co.uk/embed/video/2954149.html"></iframe>

ლეგენდარულ მსახიობს უკვე 3 შვილი ჰყავს: 33 წლის ჯული და 22 წლის ტყუპი, ანტონი და ოლივია.

"პაჩინომ და ნურმა პანდემიის დროს დაიწყეს ერთმანეთთან ურთიერთობა. ის და ალი უკვე დიდი ხანია ერთად არიან და კარგად ეწყობიან. ასაკობრივი სხვაობა პრობლემას არ წარმოადგენს", - საუბრობს პაჩინოს მეგობარი.

აღსანიშნავია, რომ ნური მანამდეც ძირითადად ასაკოვან და მდიდარ მამაკაცებს ხვდებოდა, თუმცა წყაროს თქმით, თავად გოგონაც მდიდარი ოჯახიდანაა.

წყარო:TMZ

მოამზადა: ანა სიბოშვილმა