ავტორი:

"გვასამართლებენ მე და ნიკა მოსიაშვილს, მტკიცებულებები რომ ვერ მოიტანეს, გვედავებიან, დინამიკის ხმას არ დაემორჩილეთო - რა ბელარუსი, ნიკარაგუა ვართ!" - ჯაფარიძე

"გვასამართლებენ მე და ნიკა მოსიაშვილს, მტკიცებულებები რომ ვერ მოიტანეს, გვედავებიან, დინამიკის ხმას არ დაემორჩილეთო - რა ბელარუსი, ნიკარაგუა ვართ!" - ჯაფარიძე

პარტიის „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოში მის წინააღმდეგ პროცესი მიმდინარეობს. ჯაფარიძის ინფორმაციით, მის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არის აღძრული, რაც შესაბამისად წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„გვასამართლებენ მე და ნიკა მოსიაშვილს - 166-ე და 173-ე მუხლებია სტანდარტულად, ხულიგნობა და კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა.

მტკიცებულებები რომ ვერ მოიტანეს, გვედავებიან, დინამიკის ხმას არ დაემორჩილეთო, ანუ, ვიღაც ქალის ხმა რომ ისმოდა - „მოქალაქენო, გთხოვთ დაიშალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში …“ - ამას რატომ არ დაემორჩილეთ და არ დაიშალეთო?!

რა ბელარუსი, ნიკარაგუა ვართ!“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.