ავტორი:

ხარკოვში ამიაკის მილსადენი ააფეთქეს, არის მსხვერპლი - რას აცხადებენ რუსეთსა და უკრაინაში მომხდარზე და საფრთხეებზე

ხარკოვში ამიაკის მილსადენი ააფეთქეს, არის მსხვერპლი - რას აცხადებენ რუსეთსა და უკრაინაში მომხდარზე და საფრთხეებზე

ხარკოვის რეგიონში ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენი ააფეთქეს. მედიის ინფორმაციით, არის მსხვერპლი. უკრაინა და რუსეთი მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ დაბომბა ამიაკის მილსადენი. მისივე ცნობით, ოკუპანტებმა მილსადენს ექვსჯერ დაარტყეს.

ამასთან, სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ჰაერში ამიაკი არ არის გამოვლენილი და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კი ამბობენ, რომ უკრაინელმა დივერსანტებმა ამიაკის მილსადენი 5 ივნისს ააფეთქეს. სამინისტრომ მოხდარს ტერორისტული აქტი უწოდა.

უწყების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად მოსახლეობა დაზარალდა და ახლა ამიაკი მილსადენის დაზიანებული მონავეთებიდან ჟონავს.

რუსმა ბლოგერებმა გამოაქვეყნეს ვიდეოც, სადაც მათი თქმით, მილსადენის აფეთქების შედეგი ჩანს: