ავტორი:

სასამართლო ავტომობილში ყოფილი ცოლის თოკით გაგუდვის და ხევში გადაგდების საქმეზე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

სასამართლო ავტომობილში ყოფილი ცოლის თოკით გაგუდვის და ხევში გადაგდების საქმეზე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის, ნიკოლოზ ლაჩაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

სხდომის დაწყებამდე ნიკოლოზ ლაჩაშვილის ადვოკატმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქმის დეტალებზე ჯერ ვერ ისაუბრებენ.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, თბილისში, 31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილმა ყოფილი ცოლი, 27 წლის მარიტა მაზიაშვილი ავტომობილში თოკით გაგუდა, მეორე დღეს კი, ნაქირავები მანქანით, გლდანის ხევში გადააგდო.

ნიკოლოზ ლაჩაშვილი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.