ავტორი:

ვრცელდება ინფორმაცია კახოვკის ჰესის აფეთქების შედეგად დაღუპულების შესახებ

ვრცელდება ინფორმაცია კახოვკის ჰესის აფეთქების შედეგად დაღუპულების შესახებ

რუსების მიერ კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ პირველი დაღუპულების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. აღნიშნულ ინფორმაციას ოლეშკის მერი ევგენი რიშჩუკი ოლეშკის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ტატიანა გასანენკოზე დაყრდნობით “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

“სამწუხაროდ, არის პირველი ცნობები წყალდიდობის შედეგად დაღუპულების შესახებ”, - წერს რიშჩუკი.

მერმა მოგვიანებით დააკონკრეტა, რომ ხერსონის ოკქის დროებით ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში 3 ადამიანი დაიღუპა. რიშცუკის თქმით, რუსმა სამხედროებმა სახურავებზე მყოფი ხალხის ევაკუაცია დაიწყეს.

რიშჩუკის თქმით, ქალაქი 90%-ზეა დატბორილი და ზოგიერთ ქუჩაზე წყლის დონე სამ მეტრს აღწევს.

ოლეშკის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც ცნობით, ქალაქიდან დამოუკიდებლად ევაკუაცია შეუძლებელია, ვინაიდან, ოკუპანტები ამას კრძალავენ და ხალხს მხოლოდ რუსეთის კრასნოდარის ოლქში ევაკუაციას სთავაზობენ.