ავტორი:

"კახოვკას კაშხლის აფეთქების შედეგებისთვის, ოკუპანტებმა ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ზარალი განიცადეს" - უკრაინის გენშტაბი

"კახოვკას კაშხლის აფეთქების შედეგებისთვის, ოკუპანტებმა ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ზარალი განიცადეს" - უკრაინის გენშტაბი

კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ნგრევის შედეგად ოკუპანტებმა ცოცხალი ძალის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს.

"ოკუპანტები არ იყვნენ მზად კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების შედეგებისთვის, მათ ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ზარალი განიცადეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, მე-7 საჰაერო სადესანტო თავდასხმის დივიზიისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების 22-ე არმიის კორპუსის ქვედანაყოფებში არიან დაშავებულები, გარდაცვლილები და დაკარგულები. ასევე, ამ შენაერთებმა დაკარგეს რამდენიმე საველე საცავი საბრძოლო მასალით, მანქანებით, ჯავშანტექნიკითა და სხვა სამხედრო ტექნიკით.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, 6 ივნისს, როდესაც მშვიდობიანმა მოსახლეობამ საკუთარი ავტომობილებით ხერსონის ოლქის ოკუპირებული ქალაქი კახოვკა მასობრივად დატოვა, ოკუპანტებმა ადგილობრივი მოსახლეობა "ცოცხალ ფარად“ გამოიყენეს.