ავტორი:

"ჰალილმა იცის, რომ დაოჯახებული ვარ, ამ თემას სიფრთხილით ეკიდება...არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ, თავიდან ისე ვინერვიულე..." - ნანუკა სტამბოლიშვილი

"ჰალილმა იცის, რომ დაოჯახებული ვარ, ამ თემას სიფრთხილით ეკიდება...არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ, თავიდან ისე ვინერვიულე..." - ნანუკა სტამბოლიშვილი

პოპულარული თურქული სერიალის, "სხვისი შვილის" მთავარი როლების შემსრულებლები, ნანუკა სტამბოლიშვილი და ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი "პრაიმ შოუში" სხვადასხვა თემებთან ერთად, საუბრობენ იმაზეც თუ რა გავლენას ახდენს მათ შესახებ გავრცელებული ჭორები და როგორ რეაგირებენ ამაზე:

  • ნანუკა სტამბოლიშვილი:

"ასე მარტივად ვერ ვუყურებთ, სამწუხაროდ, მაგრამ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს გულშემატკივრებს და არა მხოლოდ მათ.

ჰალილს მადლობა მინდა გადავუხადო იმიტომ, რომ ყოველთვის ცდილობს, სიფრთხილით მოეკიდოს ყველაფერს, იცის რომ დაოჯახებული ვარ, ამ თემას ძალიან სიფრთხილით ეკიდება. სამწუხაროდ, არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ, როგორც ხდება ხოლმე. ვერ წარმოუდგენიათ, რომ როგორც პარტნიორები ვიყოთ ძალიან ახლო მეგობრები.

ძალიან მაკვირვებს ეს ფაქტი. ისეთი მოულოდნელი იყო, როცა თავიდანვე არასწორი ინფორმაციები გავრცელდა, ძალიან გაკვირვებული ვიყავი, არც კი ვიცოდი, რა უნდა მეთქვა ამ თემაზე.

ეს ყველაფერი მარტივად საერთოდ არ მიმიღია. თავიდან ისე ვინერვიულე და განვიცადე, რომ ვერც კი გადმოვცემ, მაგრამ შემდეგ ეჩვევი ყველაფერს. ამაში ჰალილი დამეხმარა იმიტომ, რომ ყოველთვის მიხსნიდა, ასე ხდება, დამშვიდდი, დაწყნარდი, მოგვარდება, ყოველთვის გვერდით მიდგას, როგორც კარგ პერიოდში, ასევე რთულ პერიოდში, ძალიან იღბლიანი ვარ, რომ ასეთი პარტნიორი მყავს გვერდით“.

  • ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი

"ამჟამად მიმდინარე პროექტი, რომელშიც ნანა მოგვიანებით ჩაერთო, ჩემს სამსახიიობო კარიერაში წინსვლისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. შენი საქმე უნდა გიყვარდეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა შეისისხლხორცო ის პერსონაჟი, ვის როლსაც ასრულებ.

შენ იცი, რომ ის არის პერსონაჟი და გააჩნია სულ სხვა სამყარო, ხალხის მხრიდან ზოგჯერ ეს რეალობა ასე მიიღება, ეს იმის მაჩვენებელია, რომ შენს საქმეს კარგად ასრულებ. როგორც ჩემს, ასევე მის ცხოვრებაში არის პრობლემები, კარგი ან ცუდი პერიოდები, თუმცა გადასაღებ მოედანზე შესვლისას ყველა ერთიანდება და მხოლოდ საქმეზე კონცენტრირდება და ეს ენერგია თქვენზეც, მაყურებელზეც გადმოდის.

მთელი ჯგუფი აკეთებს ყველაფერს თქვენთვის, გადასაღებ მოედანე უდიდესი ენერგიის წყალობით ვივიწყებთ ყველაფერს და ვხდებით ის ადამიანები, ვის როლსაც ვასრულებთ".