ავტორი:

გააუქმებს თუ არა რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლას, თუ თბილისი სანქციებს შეუერთდება? - როგორია მარია ზახაროვას პასუხი

გააუქმებს თუ არა რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლას, თუ თბილისი სანქციებს შეუერთდება? - როგორია მარია ზახაროვას პასუხი

გააუქმებს თუ არა რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლას თუ თბილისი შეუერთდება სანქციებს? - ეს კითხვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერს, მარია ზახაროვას დაუსვეს. საპასუხოდ ზახაროვამ თქვა, რომ ეს არის პროვოკაციული კითხვა და დაამატა, რომ რუსეთი მოქმედებს "არსებული რეალობის გათვალისწინებით და არა ჰიპოთეტური ვარაუდების მიხედვით".

მარია ზახაროვა აცხადებს, რომ ფრენები განახლდა "იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა გამოიყენონ შემოვლითი მარშრუტები და კერძო ავიაცია, მაგრამ ამავდროულად, მუდმივად სჭირდებათ საზღვრის გადაკვეთა, ნათესავების მონახულება, თუ ბიზნესისთვის მიმოსვლა. ეს იყო დიდი ხნის მოთხოვნა ადამიანებისა, რომელიც ჟღერდა ორივე მხრიდან“.

ზახაროვას თქმით, "ზოგიერთ გარე ძალას ეს არ მოსწონს".

"თქვენ კარგად იცით ვის ვგულისხმობ, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ბევრი გვსმენია, რომ ამ ფრენების აღდგენა რაიმე სანქციას არღვევს. ფრენები საქართველოსა და რუსეთს შორის არ არღვევს არსებული სანქციების რეჟიმს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი (გულისხმობს საქნციებს) უკანონოა“, - ამბობს მარია ზახაროვა.