სამხრეთ კორეის მეტროში, დიდი დატვირთვის გამო, ესკალატორმა მიმართულება შეიცვალა და შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.
ინციდენტი დილის 08:20 საათზე მოხდა. სუნეს გაჩერებაზე ზედა მიმართულებით მოძრავმა ესკალატორმა მოულოდნელად უკან დაიწყო სვლა.
სამი ადამიანი საავადმყოფოში ზურგისა და ფეხების სერიოზული დაზიანებებით გადაიყვანეს, დანარჩენ 11 ადამიანს მცირე დაზიანებები ჰქონდა და შემოწმების შემდეგ მალევე გაისტუმრეს სახლში.
არცერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიცია ინციდენტის მიზეზებს იკვლევს, თუმცა აცხადებს, რომ ნაკლებ სავარაუდოა, ვინმეს ეს ხელოვნური ჩარევით გაეკეთებინა.
<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Escalator suddenly reverses at high speed in South Korea, injuring at least 14 people <a href="https://t.co/1EUFAFf8X1">pic.twitter.com/1EUFAFf8X1</a></p>— BNO News (@BNONews) <a href="https://twitter.com/BNONews/status/1666649774504771587?ref_src=twsrc%5Etfw">June 8, 2023</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა