ავტორი:

"ბარსელონა" - ეს ჭრილობაა, საიდანაც სისხლი მდის" - ლეო მესის ევროპული კარიერის დასასრული: რის გამოა ნაწყენი "ბარსაზე" არგენტინელი ლეგენდა

"ბარსელონა" - ეს ჭრილობაა, საიდანაც სისხლი მდის" - ლეო მესის ევროპული კარიერის დასასრული: რის გამოა ნაწყენი "ბარსაზე" არგენტინელი ლეგენდა

როგორც ამბობენ, საფეხბურთო სამყაროში მორიგი "ოქროს ეპოქა" დასრულდა. კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ, ევროპულ ფეხბურთს ლეო მესიც ტოვებს. არგენტინელი ვარსკვლავი აშშ-ში, "ინტერ მაიამის" რიგებში ითამაშებს.

მესიმ Mundo Deportivo-სთან და Diario Sport-თან "ბარსელონაზე" და თავის მომავალზე ისაუბრა. გთავაზობთ ფრაგმენტებს ინტერვიუდან:

• რატომ გადადის მესი "ინტერ მაიამიში“?

"მივიღე გადაწყვეტილება, რომ "მაიამიში“ გადავიდე. შემდეგი გაჩერება აშშ-ია. მთავარი ფული რომ ყოფილიყო, მე არაბეთში, ან კიდევ სადმე სხვაგან გადავიდოდი. "ალ-ჰილალის“ მიერ შემოთავაზებული თანხა ძალიან მებევრა. გადაწყვეტილება ფულის გამო არ მიმიღია.

ამბობდნენ, რომ არაბეთში გადავდიოდი და ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. ყველა თავის მომავალზე ფიქრობს. გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე".

• სურდა "ბარსაში“ დაბრუნება, მაგრამ ოჯახის სიმშვიდე არჩია

"ძალიან მინდოდა "ბარსელონაში“ დაბრუნება. მაგრამ იმის გათვალისწინებით, როგორ წავედი, რისი გადატანა მომიწია, აღარ მინდოდა მეორედ იგივე გამომეცადა. გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვიღებდი და ყურადღებას ოჯახის მოთხოვნილებებზე ვაკეთებდი.

მინდოდა "ბარსელონაში" დაბრუნება მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. ახლა გადაჭარბებული ყურადღება აღარ მინდა, მსურს, რომ უფრო მეტად ოჯახზე ვიფიქრო.

უკანასკნელი ორი წელი ჩვენი ოჯახისთვის კარგი არ ყოფილა. მე არ ვიყავი ბედნიერი. მშვენიერი თვე გავატარე მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვების შემდეგ, თუმცა სხვა მხრივ, საშინელი პერიოდი მქონდა.“

მესი იფერებს მაიამის ცხოვრებას

<svg width="50px" height="50px" viewBox="0 0 60 60" version="1.1" xmlns="https://www.w3.org/2000/svg" xmlns:xlink="https://www.w3.org/1999/xlink"><g stroke="none" stroke-width="1" fill="none" fill-rule="evenodd"><g transform="translate(-511.000000, -20.000000)" fill="#000000"><g><path d="M556.869,30.41 C554.814,30.41 553.148,32.076 553.148,34.131 C553.148,36.186 554.814,37.852 556.869,37.852 C558.924,37.852 560.59,36.186 560.59,34.131 C560.59,32.076 558.924,30.41 556.869,30.41 M541,60.657 C535.114,60.657 530.342,55.887 530.342,50 C530.342,44.114 535.114,39.342 541,39.342 C546.887,39.342 551.658,44.114 551.658,50 C551.658,55.887 546.887,60.657 541,60.657 M541,33.886 C532.1,33.886 524.886,41.1 524.886,50 C524.886,58.899 532.1,66.113 541,66.113 C549.9,66.113 557.115,58.899 557.115,50 C557.115,41.1 549.9,33.886 541,33.886 M565.378,62.101 C565.244,65.022 564.756,66.606 564.346,67.663 C563.803,69.06 563.154,70.057 562.106,71.106 C561.058,72.155 560.06,72.803 558.662,73.347 C557.607,73.757 556.021,74.244 553.102,74.378 C549.944,74.521 548.997,74.552 541,74.552 C533.003,74.552 532.056,74.521 528.898,74.378 C525.979,74.244 524.393,73.757 523.338,73.347 C521.94,72.803 520.942,72.155 519.894,71.106 C518.846,70.057 518.197,69.06 517.654,67.663 C517.244,66.606 516.755,65.022 516.623,62.101 C516.479,58.943 516.448,57.996 516.448,50 C516.448,42.003 516.479,41.056 516.623,37.899 C516.755,34.978 517.244,33.391 517.654,32.338 C518.197,30.938 518.846,29.942 519.894,28.894 C520.942,27.846 521.94,27.196 523.338,26.654 C524.393,26.244 525.979,25.756 528.898,25.623 C532.057,25.479 533.004,25.448 541,25.448 C548.997,25.448 549.943,25.479 553.102,25.623 C556.021,25.756 557.607,26.244 558.662,26.654 C560.06,27.196 561.058,27.846 562.106,28.894 C563.154,29.942 563.803,30.938 564.346,32.338 C564.756,33.391 565.244,34.978 565.378,37.899 C565.522,41.056 565.552,42.003 565.552,50 C565.552,57.996 565.522,58.943 565.378,62.101 M570.82,37.631 C570.674,34.438 570.167,32.258 569.425,30.349 C568.659,28.377 567.633,26.702 565.965,25.035 C564.297,23.368 562.623,22.342 560.652,21.575 C558.743,20.834 556.562,20.326 553.369,20.18 C550.169,20.033 549.148,20 541,20 C532.853,20 531.831,20.033 528.631,20.18 C525.438,20.326 523.257,20.834 521.349,21.575 C519.376,22.342 517.703,23.368 516.035,25.035 C514.368,26.702 513.342,28.377 512.574,30.349 C511.834,32.258 511.326,34.438 511.181,37.631 C511.035,40.831 511,41.851 511,50 C511,58.147 511.035,59.17 511.181,62.369 C511.326,65.562 511.834,67.743 512.574,69.651 C513.342,71.625 514.368,73.296 516.035,74.965 C517.703,76.634 519.376,77.658 521.349,78.425 C523.257,79.167 525.438,79.673 528.631,79.82 C531.831,79.965 532.853,80.001 541,80.001 C549.148,80.001 550.169,79.965 553.369,79.82 C556.562,79.673 558.743,79.167 560.652,78.425 C562.623,77.658 564.297,76.634 565.965,74.965 C567.633,73.296 568.659,71.625 569.425,69.651 C570.167,67.743 570.674,65.562 570.82,62.369 C570.966,59.17 571,58.147 571,50 C571,41.851 570.966,40.831 570.82,37.631"></path></g></g></g></svg>

View this post on Instagram

A post shared by 433 (@433)

• "ბარსასთან“ მოლაპარაკებები ხავის დახმარებით მიმდინარეობდა

"ჟოან ლაპორტასთან 1-2-ჯერ ვისაუბრე. ძირითადად, კომუნიკაცია ხავისთან იყო. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რამდენად სურდა, რომ დავბრუნებულიყავი და რამდენად სასარგებლო იქნებოდა ეს ნაბიჯი მისთვის და მთელი გუნდისთვის".

• რას გრძნობდა, როდესაც მის სახელს "კამპ ნოუზე“ სკანდირებდნენ

"ეს ლამაზი იყო. მინდოდა ისე დავმშვიდობებოდი მათ, როგორც ეს ბუსკეტსმა და ალბამ, ან ხავიმ და ინიესტამ გააკეთეს, მაგრამ როცა წავედი, პანდემია იყო და ხალხს სტადიონზე მისვლა არ შეეძლო".

• გააკეთა თუ არა "ბარსამ“ მესის დასაბრუნებლად ყველაფერი?

"არ ვიცი, გულახდილად რომ ვთქვა, ეს მათი პრობლემაა. ვიცი მხოლოდ ის, რასაც ხავისთან განვიხილავდი. ამბობენ, რომ ახლა მათ ლა ლიგისგან უფლებაც მიიღეს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი: გადაწყვეტილება მხოლოდ ამის გამო არ მიმიღია. კლუბმა 100%-იანი გარანტია ვერ მომცა, რომ იქ დაბრუნებას შევძლებდი. გაურკვევლობაში ყოფნა კი არ მინდოდა.

არიან ისეთი ადამიანები, ვინც ჩემი დაბრუნების წინააღმდეგი იყვნენ? ასეთი ადამიანები არიან, მაგრამ ისეთებიც არიან, ვისაც ჩემი კლუბიდან წასვლა მაშინაც არ უნდოდათ. ბევრი ვიცი, ვისაც ჩემი დაბრუნება სურდა - ისინი ამის შესახებ საჯაროდ საუბრობდნენ. რა თქმა უნდა, არიან ისინიც, ვინც ჩემი წინააღმდეგია. თვლიან, რომ ჩემი დაბრუნება გუნდისთვის სასარგებლო არ იქნება.

ევროპაში იყვნენ სხვა გუნდები, რომლებისგანაც შემოთავაზებები მქონდა. მაგრამ არც კი განმიხილავს, იმიტომ რომ თუ ევროპაში დავრჩებოდი, მხოლოდ "ბარსაში" ვითამაშებდი.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ, გადავწყვიტე, რომ ამერიკაში გადავიდოდი, რომ ფეხბურთით სხვანაირად ვიცხოვრებდი და ყოველდღიური ცხოვრებისგან სიამოვნებას მივიღებდი.

რა თქმა უნდა, მოგების სურვილი სულ მაქვს, მაგრამ ამჯერად უფრო წყნარ ვითარებაში "ბარსელონას“ მთელი სეზონის განმავლობაში თვალს ვადევნებდი, მინდოდა, რომ გაემარჯვა. თამაშების შემდეგ ხავისთან რაღაცებს განვიხილავდით, ვაფასებდით სიტუაციებს. ძალიან ხშირი კონტაქტი გვქონდა.

• "ბარსელონასთან“ განშორება

უმძიმესი გადაწყვეტილება იყო. მთელი ოჯახი იმ ილუზიაში ვცხოვრობდით, რომ ესპანეთში დავრჩებოდით: იქ ვვარჯიშობდი, ბავშვები სკოლაში დადიოდნენ, ჩვენი დღის წესრიგი გვქონდა. ახალი კონტრაქტის ხელის მოწერის წინა ღამეს დამირეკეს და მითხრეს, რომ ხელშეკრულებას ვერ დავდებდით და კლუბი უნდა დამეტოვებინა. მომიწია ნაჩქარევად მიმეღო ახალი კლუბის ძებნის გადაწყვეტილება და შემდეგ იმ ყველაფრის გავლა, რაც გავიარეთ.

არის თუ არა "ბარსელონას“ ისტორია ჭრილობა, რომლიდანაც სისხლი მდის? ცოტა, კი. ალბათ, უფრო იმიტომ, რომ გულშემატკივრებს ვერ დავემშვიდობე, არადა ძალიან მინდოდა. ვფიქრობ, ეს დავიმსახურე, ისევე როგორც სხვა ფეხბურთელებმა.

მინდოდა ისე წავსულიყავი, როგორც ზემოთ ხსენებული ფეხბურთელები. ვიღაცამ შეიძლება იფიქრა, რომ ფილმის ბოროტი პერსონაჟი ვარ. მინდოდა იმ ხალხს დავმშვიდობებოდი, რომლებიც კლუბით ცხოვრობდნენ, ერთად ბევრი რაღაც გადავლახეთ.

• "პსჟ-ს“ პერიოდი

პირველი წელი რიგი მიზეზების გამო ურთულესი იყო. მეორე სეზონის პირველ ნახევარში თავს კლუბშიც და ქალაქშიც კარგად ვგრძნობდი. ოჯახსაც მოსწონდა.

სეზონის შუა პერიოდში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებამ, რაღაც დოზით კლუბებზე გავლენა იქონია. სხვა დასასრულს ველოდი, მაგრამ მთლიანობაში ორი რთული წელიწადი იყო. პარიზიდან წასვლის გადაწყვეტილებას მარტო არ ვიღებდი, მთელი ოჯახი ჩართული იყო. ისინი ქალაქს შეეჩვივნენ, ბავშვები სკოლაში დადიოდნენ და მეგობრები ჰყავდათ, ახლა დაშორება მოუწევთ.

• ლეო "ბარსაზე“ მუდმივად ფიქრობს

მინდა კლუბთან ახლოს ვიყო. მომავალში ბარსელონაში ცხოვრებას ვაპირებ. ეს ჩემს მეუღლეს და ჩემს შვილებს გადაწყვეტილი გვაქვს.

არ ვიცი როდის, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები და კლუბს დავეხმარები, იმიტომ რომ "ბარსელონა“ ყოველთვის მიყვარდა და მეყვარება. ვაფასებ იმ სიყვარულს, რასაც მთელი ამ წლების განმავლობაში ვგრძნობდი.

ასე, რომ კი, მე მინდა იქ ყოფნა".

• ავტორი: ანრი კურტანიძე