ავტორი:

ოკუპანტებმა ზელენსკის ვიზიტიდან მალევე, ხერსონის დატბორილი ტერიტორია ხალხის ევაკუაციის დროს დაბომბეს (ფოტო, ვიდეო)

ოკუპანტებმა ზელენსკის ვიზიტიდან მალევე, ხერსონის დატბორილი ტერიტორია ხალხის ევაკუაციის დროს დაბომბეს (ფოტო, ვიდეო)

ივნისს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კახოვკას კაშხლის განადგურების შედეგად დაზარალებულ ხერსონის ოლქში ჩავიდა.

"სამუშაო ვიზიტი ხერსონის ოლქში. საკოორდინაციო შეხვედრა კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგების ლიკვიდაციის თემაზე. ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ: სტიქიის შედეგად ოლქში არსებული ოპერატიული მდგომარეობა, პოტენციური წყალდიდობის ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია, კაშხლის აფეთქებით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაცია, ასევე, ოლქის ეკოსისტემის აღდგენის პერსპექტივები და ოპერატიული სამხედრო მდგომარეობა ადამიანის ქმედებით გამოწვეული კატასტროფის ზონაში. მნიშვნელოვანია ზარალის დათვლა და თანხების გამოყოფა სტიქიის შედეგად დაზარალებული მაცხოვრებლების კომპენსაციისთვის“, - დაწერა ზელენსკიმ "ტელეგრამარხზე".

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის არმიამ ხერსონის რაიონი დაბომბა სწორედ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის შემდეგ, იმ დროს, როდესაც მაშველთა ჯგუფები მუშაობენ მდინარე დნეპრზე კაშხლის რღვევით გამოწვეული კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ჩარჩენილი ათასობით ადამიანის ევაკუაციისთვის.

"უნიანის" ცნობით, ამის თაობაზე ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ალექსანდრ პროკუდინმა "ტელეგრამში" დაწერა.

"რუსები ესვრიან ხერსონს", - ვკითხულობთ მის "ტელეგრამარხზე". მისი თქმით, ოკუპანტებმა დაარტყეს როგორც გარეუბნებს, ისე ქალაქის ცენტრალურ ნაწილს.

როგორც უკრაინის შს იტყობინება, რუსების დარტყმის შედეგად დაშავდნენ ადამიანები. ზუსტი ინფორმაცია დაშავებულების თაობაზე, ჯერ არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, ოფიციალური ინფორმაციით, კახოვკას კაშხლის განადგურების შედეგად ხერსონის ოლქში მინიმუმ 600 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიტბორა.

იხილეთ ასევე: