ავტორი:

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, რუსები ქვეყანას რაკეტებითა და დრონებით უტევენ - ჟიტომირის ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, რუსები ქვეყანას რაკეტებითა და დრონებით უტევენ - ჟიტომირის ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ძალები ქვეყნის ტერიტორიას ირანული Shahed-ის დრონებითა და Х-101/555 ტიპის რაკეტებით ესხმიან თავს.

წინასწარი მონაცემებით, რუსებმა უკრაინას Х-101/555 რაკეტები ТУ-95мс-ის ტიპის სტრატეგიული თვითმფრინავებიდან დაუშინა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რივნესა და ჟიტომირის ოლქებში აფეთქებების ხმა ისმოდა და საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა.

ჟიტომირის ოლქში რუსების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზვიაგელის საკრებულოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქალაქის მერის, ნიკოლაი ბოროვეცის განცხადებით, სარაკეტო დარტყმის შედეგად 6 სახლი განადგურდა და ათობით დაზიანდა. ამასთან, დაშავებულ მოქალაქეებს საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა და რივნესა და ჟიტომირის ოლქებში აფეთქებების ხმები ისმოდა.