ავტორი:

დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენეს - მედია

დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენეს - მედია

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების არასათანადოდ გამოყენებასთან დაკავშირებით იუსტიციის დეპარტამენტში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენეს, - ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს, თუმცა ბრალდება ჯერჯერობით არ გასაჯაროვებულა.

წყაროს ცნობით, ტრამპს ბრალი შვიდი მუხლით წაუყენეს.

ყოფილმა პრეზიდენტმა Truth Social-ზე განაცხადა, რომ ის მაიამის ფედერალურ სასამართლოში სამშაბათს დაიბარეს.

"მე უდანაშაულო ვარ. არაფერი დამიშავებია. უდანაშაულო ვარ და ამას ძალიან, ძალიან მტკიცედ და იმედია ძალიან სწრაფად დავამტკიცებთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს ფედერალური ბრალდება წაუყენეს. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპს წელს უკვე მეორედ წაუყენეს ბრალი. აპრილში, მანჰეტენის ოლქის პროკურორმა მას ბრალი ფინანსური დოკუმენტაციის გაყალბებასთან დაკავშირებით 34 მუხლით წაუყენა.