ავტორი:

უკრაინული გამოცემის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ძმა ადასტურებს, რომ ლიზა იასკოს შვილი მისი ძმისგან შეეძინა - "ის გოგონაა, მე ვნახე, მიხეილს ბავშვი არ უნახავს"

უკრაინული გამოცემის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ძმა ადასტურებს, რომ ლიზა იასკოს შვილი მისი ძმისგან შეეძინა - "ის გოგონაა, მე ვნახე, მიხეილს ბავშვი არ უნახავს"

უკრაინული გამოცემა "სტრანა“ წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, უკრაინის რადას დეპუტატს ლიზა იასკოს შვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან შეეძინა.

"დიახ, ის მიხეილის შვილია, გოგონაა, დაახლოებით ექვსი თვის წინ დაიბადა, მე ვნახე, მიხეილს ბავშვი არ უნახავს", - Strana დავით სააკაშვილის ამ კომენტარს ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 1-ლ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ, სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა. 32 წლის იასკო წერდა, რომ დედა გახდა. ის მიანიშნებდა, რომ მისი პირველი შვილის მამა, სავარაუდოდ, ციხეში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, 55 წლის მიხეილ სააკაშვილია.

იასკო ასევე წერდა ბავშვის უკრაინულ ფესვებზე და მას მამის უკრაინული გაგრძელება უწოდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იასკოს პოსტში არ დაუკონკრეტებია, თუ როდის დაიბადა მისი შვილი, არც სქესი და არც ბავშვის სახელი უხსენებია. პერიოდულად მედიაში ვრცელდებოდა ფოტოები, რაც ლიზა იასკოს ორსულობას ადასტურებდა, თუმცა ამ თემაზე ღიად არცერთი მხარე არ ლაპარაკობდა.

ლიზა იასკოს გავრცელებული პოსტის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ოჯახს ამ თემაზე მედიაში კომენტარი არ გაუკეთებია. არც თავად სააკაშვილს დაუდასტურებია საჯაროდ ბავშვის მამობა. მკითხველს შევახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტმა 2021 წლის დეკემბერში, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა განცხადება, რომ სოფო ნიჟარაძესა და მას საერთო შვილი ჰყავდათ.

უკრაინული მედია იასკოს სავარაუდო ორსულობის შესახებ, ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვალში წერდა, თუმცა იქვე აკონკრეტებდნენ, რომ ქალს მუცელი არ ეტყობოდა. ამ დროს მიხეილ სააკაშვილი 5 თვის დაკავებული იყო. რამდენიმე თვეში ტელეკომპანია "იმედმა“ სიუჟეტი მოამზადა ექსპრეზიდენტისა და ლიზას საერთო შვილზე, რომლის თანახმადაც, გიული ალასანიამ შვილიშვილს თითქოს კიევში ბინა გადაუფორმა. თუმცა მაშინ ეს ინფორმაცია სააკაშვილის დედას ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

თებერვალში უკრაინულმა მედიამ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც წერდა, რომ სააკაშვილი იასკოს დაშორდა.

"მან ორსულობა მოიგონა. მიშას და დედამისს უთხრა, რომ ბავშვს ელოდებოდა. ამგვარად, აიძულა მას გადაეღო ვიდეო-აღიარება მათი ურთიერთობის შესახებ სააკაშვილის საქართველოში წასვლამდე. როდესაც გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, ვიდეო თავად გაასაჯაროვა" - განმარტავს წყარო ექსპრეზიდენტის ახლო წრიდან. მათი ურთიერთობა მას შემდეგ დასრულდა, როდესაც გაირკვა, რომ მიშას მთელი ქონება დედის სახელზე იყო რეგისტრირებული. ასევე, წყაროს ცნობით, იასკო ეჭვიანობდა მის პატარა ქალიშვილზე ელის-მარიაზე, სთხოვა ბავშვის სურათები საკანში არ ჰქონოდა გამოფენილი. ახლა, როცა სააკაშვილი ციხეში მძიმე მდგომარეობაშია, ლიზას ის თითქმის არ ახსოვს,“ - წერდა strana.news.

წაიკითხეთ ასევე: