ავტორი:

"ჩვენ მარტო არ ვართ.... აშშ-ი ფლობს ისეთ "მანქანას", რაც ადამიანის მიერ არაა შექმნილი" - რას ამბობს აშშ-ის დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი უცხოპლანეტელებზე

"ჩვენ მარტო არ ვართ.... აშშ-ი ფლობს ისეთ "მანქანას", რაც ადამიანის მიერ არაა შექმნილი" - რას ამბობს აშშ-ის დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი უცხოპლანეტელებზე

ამერიკის შეერთებულ შტატებს უცხოპლანეტელების არსებობის შესახებ მტკიცებულებების გამოქვეყნებისკენ მოუწოდებენ. ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც დაზვერვის ყოფილმა თანამშრომელმა დევიდ გრუშმა განაცხადა, რომ აშშ ფლობს ისეთ მანქანას, რაც ადამიანის მიერ არ არის შექმნილი.

გრუში აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სააგენტოში, ამოუხსნელი ანომალიური ფენომენების (UAP) შესახებ კვლევას ხელმძღვანელობდა. მისივე თქმით, ინფორმაციას ამ მანქანების შესახებ უკანონოდ მალავენ.

ჯონათან გრეიმ, აშშ-ის დაზვერვის ამჟამინდელმა თანამშრომელმა დაადასტურა "მანქანების არსებობა“ და დაამატა: "ჩვენ მარტონი არ ვართ“.

უცხოპლანეტელების მიმართ გაზრდილი ინტერესი პენტაგონის მიერ 2021 წელს გამოქვეყნებულ მოხსენებას უკავშირდება, რომელშიც 140-ზე მეტი ამოუცნობი შემთხვევა იყო აღწერილი. მოხსენებას მოჰყვა კადრების გაჟონვა, სადაც ასახული იყო "ცაში განვითარებული უცნაური მოვლენები". მფრინავები კი მოწმობდნენ, რომ ამოუცნობი ობიექტი არაერთხელ დაუნახავთ.

გრუშმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობა და თავდაცვის კონტრაქტორები ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ფრაგმენტებს ათწლეულების განმავლობაში იღებდნენ. მისივე თქმით, ანალიზმა დაადგინა, რომ ეს მასალა "ეგზოტიკური წარმოშობისაა".

"ეს ფენომენი რეალურია. ჩვენ მარტო არ ვართ“, - დაამატა მან.

გრუშის კომენტარებს NASA გამოეხმაურა: ”ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სხვა პლანეტაზე სიცოცხლის ძებნაა, მაგრამ ჯერჯერობით, არამიწიერი სიცოცხლის შესახებ სანდო მტკიცებულება არ მოგვეპოვება“, - ნათქვამია NASA - ს სპიკერის განცხადებაში.