ავტორი:

გიორგი კეკელიძე უარს ამბობს ხვიჩა კვარაცხელიაზე მისი წიგნის რუსეთში გამოცემაზე - "წიგნი რუსულად მაინც გამოვა... და ეწერება: "საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ"

გიორგი კეკელიძე უარს ამბობს ხვიჩა კვარაცხელიაზე მისი წიგნის რუსეთში გამოცემაზე - "წიგნი რუსულად მაინც გამოვა... და ეწერება: "საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ"

საქართველოს ეროვნული, საპარლამენტო ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ უარს ამბობს ფეხბურთის ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიაზე მისი წიგნის რუსეთში გამოცემაზე.

"წიგნის "ხვიჩა, ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი" გამოცემის თხოვნით არაერთი რუსული გამომცემლობა შეგვეხმიანა და ყველას უარი ვუთხარი. თუმცა წიგნი რუსულად მაინც გამოვა, გამოსცემს ქართულივე გამომცემლობა. გარეკანის დიზაინი მცირედით შეცვლილი იქნება და ეწერება - "საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ", საავტორო ჰონორარს კი ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილებისთვის დაწესებული სტიპენდიის დანამატად ვაქცევთ.