ავტორი:

ასპინძაში მაშველებმა 15 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

ასპინძაში მაშველებმა 15 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

ასპინძაში, მტკვარში ჩავარდნილი მეათე კლასის მოსწავლე მაშველებმა გარდაცვლილი ნახეს. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. გოგონას 9 ივნისის საღამოდან ეძებდნენ.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბავშვები ე.წ. ერეკლეს ნახიდართან, მდინარეში ბანაობდნენ. ერთ-ერთ მათგანს ფეხი გაუცურდა, წყალში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა.