ავტორი:

"ოპერაცია აუცილებელი იყო მისი ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად" - ალეკ ბოლდუინი ნიუ-იორკის ქუჩებში ხელჯოხით გამოჩნდა

"ოპერაცია აუცილებელი იყო მისი ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად" - ალეკ ბოლდუინი ნიუ-იორკის ქუჩებში ხელჯოხით გამოჩნდა

მას შემდეგ, რაც გასული თვის ბოლოს ბარძაყის ჩანაცვლების ოპერაცია გაიკეთა, 65 წლის ალეკ ბოლდუინი ნიუ-იორკის ქუჩებში პირველად გამოჩნდა.

მსახიობის მეუღლემ, ჰილარია ბოლდუინმა აღნიშნა, რომ ოპერაცია აუცილებელი იყო ალეკის „ცხოვრების ხარისხის“ გასაუმჯობესებლად. სოციალურ ქსელში ჰილარიამ ოპერაციის შემდგომი ფოტოც გააზიარა.

მიუხედავად მისი ბოლოდროინდელი ჯანმრთელობის პრობლემებისა, ბოლდუინის ფილმის Rust-ის გადაღებები ტრაგიკული შემთხვევის შემდეგაც გაგრძელდა:

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 2021 წლის ოქტომბერში მოხდა. უკრაინული წარმოშობის ამერიკელი ოპერატორი გალინა ჰატჩინსი ქალაქ სანტა-ფესთან გადასაღებ მოედანზე დაიღუპა, როდესაც ფილმის პროდიუსერის და მთავარი როლის შემსრულებლის ალეკ ბოლდუინის იარაღმა ერთ-ერთი სცენის გადაღებისას ფუჭი ვაზნის ნაცვლად ნამდვილი ტყვია გაისროლა. მსახიობი ამტკიცებდა, რომ სასხლეტისთვის თითი არ გამოუკრავს.

"სასხლეტისთვის თითი არ გამომიკრავს...არასდროს არავის დავუმიზნებდი იარაღს და შემდეგ არც სასხლეტს გამოვკრავდი თითს" - ამბობდა ბოლდუინი.

აპრილში, პროკურორებმა ბოლდუინის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდება გააუქმეს.

ბრალდებები მას შემდეგ მოიხსნა, რაც ახალმა პროკურორმა განიხილა მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც, იარაღის გასროლა ჩახმახის აწევის გარეშეც შეიძლებოდა.