ავტორი:

ქართული სიმღერით მოხიბლული შონ პენი და კადრები მსახიობისთვის გამართული საღამოდან (ფოტო/ვიდეო)

ქართული სიმღერით მოხიბლული შონ პენი და კადრები მსახიობისთვის გამართული საღამოდან (ფოტო/ვიდეო)

რეჟისორი და მსახიობი შონ პენი საქართველოშია. გუშინ მას თბილისში უმასპინძლეს. კადრებს და ფოტოს მომღერალი გიორგი უშიკიშვილი ავრცელებს.

როგორც ჩანს, რეჟისორმა ქართული სიმღერით ძალიან ისიამოვნა და მთაწმინდაზე, "აჭარა გრუპის" პავილიონში მომზადებულ სუფრაზე კარგადაც მოილხინა.

როგორც ცნობილია, შონ პენი 10 ივნისს ამბის თხრობის ფესტივალს, ZEG, დახურავს. საუბრის მთავარი თემა კი იქნება ომი უკრაინაში და ოკუპაცია.

ცნობისთვის, შონ პენი უკრაინაში ომის დაწყების დღიდან უკრაინელთა გვერდითაა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ფიზიკურად. ომის დაწყების შემდეგ, ის სამჯერ იმყოფებოდა უკრაინაში. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კი საკუთარი "ოსკარი" გადასცა და უთხრა, რომ ჯილდოს უკრაინის გამარჯვების შემდეგ დაიბრუნებს.

გარდა ამისა, შონ პენი უკრაინაში ომზე და რუსულ ოკუპაციაზე ფილმს იღებს.