რამდენიმე დღის წინ თბილისში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ ექსკლუზიურ დეტალებს აანონსებს "ნოდარ მელაძის შაბათი", მათ შორის არის ბრალდებული ნიკოლოზ ლაჩაშვილის ფარული აუდიოჩანაწერები.
"მეუბნეოდნენ, მიდი გვანახე, სად არისო. არადა ყველაფერი კამერებში ჩანს, რომ ერთად ვართ და ვტოვებ მას. მეკაიფებით-მეთქი? ვიცინოდი, როცა მეკითხებოდნენ მარიტაზე. ცოცხალია გოგო და მაინც მე მედავებიან, შენ გააქრეო" - ისმის აუდიოჩანაწერებში, რომელსაც "ტვ პირველი" ავრცელებს.
ასევე ცნობილია, რომ 31 წლის მამაკაცი ყოფილი ცოლის ცხედარს ორი დღე მანქანით ატარებდა, შემდეგ კი დაქირავებული ავტომობილით გადააგდო ხევში.
"მაგას ყველაფერი ჰქონდა დაგეგმილი, დაარტყა, გათიშა და მოკლა" - ამბობს გოგონას დედა.
ნიკოლოზ ლაჩაშვილი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წაიკითხეთ ასევე: