ავტორი:

"ვლადიმერ პუტინი ოლაფ შოლცთან საუბარს ჯერ არ გეგმავს" - პესკოვი

"ვლადიმერ პუტინი ოლაფ შოლცთან საუბარს ჯერ არ გეგმავს" - პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან საუბარს ჯერ არ გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"არა. ჯერ არა“, - განაცხადა პესკოვმა კითხვაზე, იგეგმება თუ არა პუტინსა და შოლცს შორის სატელეფონო საუბარი.

ცნობისთვის, აქამდე შოლცმა აღნიშნა, რომ უახლოეს დროში პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავდა.