ავტორი:

პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია - ინგლისელთა დიდი სიხარული და იტალიელთა მწუხარება ფოტოებში

პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია - ინგლისელთა დიდი სიხარული და იტალიელთა მწუხარება ფოტოებში

სტამბოლმა წლის მთავარ საფეხბურთო მატჩს უმასპინძლა - ათათურქის სახელობის ოლიმპიურ სტადიონზე, ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც "მანჩესტერ სიტიმ" მილანის "ინტერს" ანგარიშით 1:0 სძლია.

მატჩი ძალიან დაძაბული, დრამატული, თუმცა ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა. ფინალში ერთადერთი გოლი 68-ე წუთზე როდრიმ გაიტანა. თამაშის წინ ბევრი ფიქრობდა, რომ "სიტის" ჰქონდა დიდი უპირატესობა და ის ადვილად მოიგებდა ამ მატჩს, თუმცა მთლად ასე არ გამოვიდა და "ინტერმა" დიდი წინააღმდეგობა გაუწია პეპ გვარდიოლას შეგირდებს.

გვარდიოლამ მესამედ მოიგო ჩემიონთა ლიგა, პირველ 2 შემთხვევაში ის "ბარსელონას" თავკაცობდა.

აღსანიშნავია, რომ მოწინააღმდეგესთან შეჯახების შედეგად ბარძაყის ტრავმა მიიღო"სიტის" ერთ-ერთმა ლიდერმა დე ბრუინმა, რომელიც ფოდენმა საკმაოდ წარმატებულად შეცვალა. საინტერესოა, რომ დე ბრუინს უკვე მეორედ მოუწია გამოთიშვოდა ჩემპიონთა ლიგის ფინალს.

"ინტერს" ჰქონდა შესაძლებლობა გაეთანაბრებინა ანგარიში და მატჩი დამატებით დრომდე მიეყვანა, თუმცა ბოლო წუთებში ლუკაკოს ძალიან ახლო მანძილიდან დარტყმული "სიტის" მეკარემ მოიგერია.

მაშ ასე, "მანჩესტერ სიტიმ" ჩემპიონთა ლიგა პირველად მოიგო და ამის შედეგად ქალაქი მანჩესტერი პირველი ქალაქი გახდა, როლის ორივე გუნდსაც მოგებული აქვს ეს უმნიშვნელოვანესი ლიგა. "მანჩესტერ სიტიმ" გამარჯვება ისე მოახერხა, რომ ტურნირის არცერთი თამაში არ წაუგია. აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში "სიტიმ" მოიგო პრემიერ ლიგაც და ინგლისის თასიც.