უკვე მეოთხე დღეა ოჯახის წევრები, ნათესავები და სამართალდამცავები ჭიათურელ 27 წლის ბიჭს, ნიკა ხვედელიძეს უშედეგოდ ეძებენ. 7 ივნისს ნიკა ძმამ ჭიათურაში ნახა, უთხრა, რომ "ცენტრში მიდიოდა, სახლში მალე მივიდოდა, მაგრამ სახლში არ მისულა".
ოჯახმა ნიკას ძებნა იმ ღამითვე დაიწყო, მაგრამ ამ დრომდე კვალს ვეღარ მიაგნეს. სოციალურ ქსელში ნიკას დედის ემოციური მიმართვა ვრცელდება, რომელიც ყველას შვილის პოვნაში დახმარებას სთხოვს.
"მთელ ჩემს საქართველოს მოსახლეობას ვთხოვ დაუკვირდით სურათს, შვილს ვეძებ ოთხი დღეა, არაფერი ვიცი თუ შენიშნონ სადმე, რეაგირება იქონიეთ. დაუკავშირდით პოლიციას, რადგან პოლიციამ სწრაფი რეაგირება მოახდინოს და მოგვაწვდინეთ ჩვენც ინფორმაცია. გთხოვთ გააზიაროთ, რათა ბევრმა ნახოს, დამეხმარეთ გამწარებულ დედას", - წერს ნიკა ხვედელიძის დედა, რომელიც თურმე ემიგრაციაშია და გერმანიაში გაიგო შვილის გაუჩინარების ამბავი.
როგორც ნიკას დეიდა, თამრიკო "კვირის პალიტრასთან" ამბობს, იმ დღეს ნიკა ჭიათურაში თბილისიდან ჩავიდა, მაგრამ სახლამდე არ მისულა.
თამრიკო, ნიკა ხვედელიძის დეიდა:
"ნიკა ხვედელიძეს ვეძებთ, 7 ივნისს იყო ჭიათურაში, ქალაქში ძმამ ნახა, ესაუბრა, ნიკამ უთხრა ცენტრში მივდივარ და მალე ამოვალ სახლშიო, მაგრამ სახლში არ მოსულა. რომ არ გამოჩნდა, ძებნა დაიწყეს. საღამოს მეგობარს უნახავს ნავარძეთის გზაზე, მეგობარს არ გაყვა და გზა ფეხით განაგრძო. ზესტაფონისკენ რომ მიდიოდა ამის დამნახავები არიან. მას შემდეგ რაც განგაში ავტეხეთ და სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია მის დაკარგვაზე, დაგვიკავშირდა ბიჭი და გვითხრა: ვნახე ზესტაფონისკენ მიმავალ გზაზე, მანქანაც გავუჩერე, მაგრამ არ ჩამიჯდა, ზურგჩანთა ეკეთაო.
ამის მერე კვალი ქრება. მარტო იყო. ბოლო ორი კვირა თბილისში, მშენებლობაზე მუშაობდა. იმ საღამოს რომ არ მოვიდა სახლში, გვეგონა მონასტერში წავიდა. კაცხის სვეტია ჩვენთან და იქ დადის ხოლმე. ვიფიქრეთ, იქ იყო. მეორე დღეს იქ ააკითხა ძმამ და მამაოებმა უთხრეს, აქ არ მოსულაო. ამის შემდეგ ავტეხეთ განგაში და წაიკითხეთ ვრცლად