ავტორი:

"უკრაინულმა ძალებმა დონეცკის ოლქში კიდევ ერთი სოფელი გაათავისუფლეს" - ანა მალიარი

"უკრაინულმა ძალებმა დონეცკის ოლქში კიდევ ერთი სოფელი გაათავისუფლეს" - ანა მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელი მაკარივკა რუსი დამპყრობლებისგან გაათავისუფლეს.

"დასახლებები ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია", - განაცხადა მან Telegram-ზე გამოქვეყნებულ "პოსტში".

მისივე თქმით, ბახმუტის რაიონში უკრაინის ჯარები აგრძელებენ თავდასხმით მოქმედებებს.

სამხრეთში, მალიარის ცნობით, უკრაინული ძალები ორ სექტორში 300-დან 1500 მეტრამდე დაწინაურდნენ.

"არცერთი პოზიცია არ დაკარგულა იმ რაიონებში, სადაც ჩვენი ჯარები თავდაცვითია“, - დასძინა მალიარმა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქის სოფლები ბლახოდატნე და ნესკუჩნე დაიბრუნეს.