ავტორი:

"საკუთარ ვერანდაზე ზემოთა სართულიდან ვიღაცამ იარაღი ისროლა. ზუსტად 1 წუთით ადრე ავდექი... შემთხვევით გადავრჩი სიკვდილს" - რას წერს ჟურნალისტი თათია ჩაფიჩაძე

"საკუთარ ვერანდაზე ზემოთა სართულიდან ვიღაცამ იარაღი ისროლა. ზუსტად 1 წუთით ადრე ავდექი... შემთხვევით გადავრჩი სიკვდილს" - რას წერს ჟურნალისტი თათია ჩაფიჩაძე

ჟურნალისტი თათია ჩაფიჩაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს და წერს, რომ მეზობელი ბინიდან ნასროლ ტყვიას შემთხვევით გადაურჩა.

"ზუსტად 10 წუთის წინ სულ შემთხვევით გადავრჩი სიკვდილს. საკუთარ ვერანდაზე ზემოთა სართულიდან ვიღაცამ იარაღი ისროლა. ზუსტად 1 წუთით ადრე ავდექი ტელეფონის გამოსატანად, სანამ მოვბრუნდი, ხმა გავიგე და ასეთი ამბავი დამხვდა. ტყვიის ანასხლეტი მოხვდა ბავშვს და საბედნიეროდ, მხოლოდ მცირედი დაბეჟილობა აქვს ფეხზე! ამ ქვეყანაში ცხოვრება საკუთარ სახლშიც კი საშიშია!" - წერს თათია ჩაფიჩაძე.