ავტორი:

"კონსტიტუციას რომ მოიმარჯვებს იოსელიანი, ნუ დაავიწყდება, რომ მისი ავტორია ღირსეული ქართველი ირაკლი კობახიძე" - ალუდა ღუდუშაური

"კონსტიტუციას რომ მოიმარჯვებს იოსელიანი, ნუ დაავიწყდება, რომ მისი ავტორია ღირსეული ქართველი ირაკლი კობახიძე" - ალუდა ღუდუშაური

კონსტიტუციას რომ მოიმარჯვებს იოსელიანი, ნუ დაავიწყდება, რომ მისი ავტორია ღირსეული ქართველი ირაკლი კობახიძე, - ასე ეხმიანება სახალხო დამცველის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური.

ღუდუშაურის თქმით, ღიმილისმომგვრელია, რომ იოსელიანმა კობახიძეს კონსტიტუცია შეახსენოს.

"ბატონ ლევანს შევახსენებდი, რომ კონსტიტუციას როცა მოიმარჯვებს და ხელში აიღებს, ნუ დაავიწყდება, რომ მისი ავტორი გახლავთ ძალიან ღირსეული ქართველი, ირაკლი კობახიძე. კრიტიკა, რა თქმა უნდა, ნორმალური ფაქტია, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში რა აქვს გასაკრიტიკებელი ბატონ კობახიძეს? წარმოუდგენელია ის ამბავი, რომ თურმე კონსტიტუცია უნდა შეახსენოს ბატონმა იოსელიანმა ირაკლი კობახიძეს, ეს ცოტა ღიმილისმომგვრელია,“- განაცხადა ღუდუშაურმა.

ინფორმაციისთვის, სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ადამიანის ორიენტაციაზე მინიშნება მისთვის მიუღებელია. ამით იოსელიანი გამოეხმაურა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ თსუ-ში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდებს "ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული“.

"ადამიანის ორიენტაციაზე ნებისმიერი მინიშნება ჩემთვის მიუღებელია, ვინაიდან ეს არის საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით დაცული“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.