საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომა“ და „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა ეროვნული ქსელის“ ორგანიზებით, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „შშმ ქალების მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთ ქვეყანაში“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებს პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგები გააცნეს, განიხილეს ფოკუსირებული დისკუსიის დასკვნები და რეკომენდაციები, პარტნიორ ქვეყნებში არსებული ვითარება, პრობლემები, გამოწვევები და ასევე, მოხდა გამოცდილების გაზიარება.
პროექტი მხარდაჭერილია პროგრამის - „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“, ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება. გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ, ევროკავშირის დაფინანსებით.
პროექტი მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყანაში: საქართველო, სომხეთი, მოლდოვა, ბელარუსი, აზერბაიჯანი) ადგილობრივი და ცენტრალური გადაწყვეტილებების მიმღებებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართვას ინოვაციური მიდგომების განხორციელებას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოსაფხვრელად.
შეხვედრის მონაწილეებმა 5 ქვეყანაში პროექტის ფარგლებში შშმ ქალებისა და ქალთა უფლებების საკითხებზე მომუშავე ექსპერტებთან ჩატარებული ფოკუსირებული დისკუსიების შედეგების გარდა, წარმოადგინეს ინფორმაცია პროექტის ფარგლებში, საქართველოსა და სომხეთში ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული მცირე პროექტების შესახებ. ასევე, შემაჯამებელ ღონისძიებაზე მხარეებმა განიხილეს პროექტის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები პრობლემის გადაჭრის მიზნით განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით.

ანგარიშში, რომელიც დისკუსიის ფარგლებში მომზადდა, ნათქვამია, რომ ძალადობა მისი სხვადასხვაგვარი ფორმით ხშირია ზოგადად შშმ პირთა თემში როგორც ქალების, ასევე, კაცებისა და ბავშვების წინააღმდეგ. ყველაზე გავრცელებულ ფორმას კი ოჯახური ძალადობა წარმოადგენს, რომელშიც მოიაზრება როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური, ემოციური და ეკონომიკური ძალადობა.
ანგარიშის თანახმად, შშმ ქალები და გოგონები, ნაკლებად არიან გათვალისწინებულნი ქალთა მხარდაჭერის, გაძლიერების და უფლებადაცვითი პროგრამებში, რომელსაც ახორციელებენ სახელმწიფო და/ან არასამთავრობო ორგანიზაციები. გარდა ამისა, შშმ ქალების მიმართ ძალადობა, მათ შორის სექსუალური შევიწროება და სექსუალური ძალადობა ხშირია, თუმცა დამალული და უხილავი.
შედეგებში აღნიშნულია, რომ შშმ ქალთა შორის ფართოდ გავრცელებული უმუშევრობა და განათლების ნაკლებობა (რომელიც განპირობებული მათი შეზღუდული შესაძლებლობებით, რის გამოც მათ ნაკლებად ეძლევათ სწავლის და სამსახურის პოვნის საშუალება), ხშირად, საფუძვლად ედება მათ მიმართ გენდერული ნიშნით განპირობებულ ძალადობასაც.
„შშმ ქალებს, რომლებიც ცხოვრობენ დედაქალაქის და/ან სხვა ცენტრალური ადგილებიდან მოშორებით, აქვთ კიდევ უფრო შეზღუდული წვდომა ინფორმაციას და სხვადასხვა მომსახურებაზე, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობის ქალებსა და გოგონებს, რომლებიც ხშირად აწყდებიან ენობრივ ბარიერს ინფორმაციის/სერვისების მოძიებისა და მიღების დროს“, - ნათქვამია კვლევის შედეგებში.
გარდა ამისა, სპეციალისტების დასკვნაში ნათქვამია, რომ შშმ ქალებისა და გოგონების მიმართ ხშირად ავლენენ სტერეოტიპულ და ნეგატიურ დამოკიდებულებებს სხვადასხვა პროფესიონალები, რომლებიც ჩართული არიან სახელმწიფო ზრუნვის სერვისებში (მაგალითად, სოციალური მუშაკი, ფსიქიატრი, ზრუნვის დაწესებულების თანამშრომელი და ა.შ.)
ფოკუსირებული დისკუსიის მიმოხილვის შედეგებში დეტალურად არის განხილული ძალადობის ფაქტების შეუტყობინებლობის, კანონმდებლობაში არსებული პრობლემების, ინფორმაციისა და პროგრამების ნაკლებობის შესახებ.
რეკომენდაციებში კი მკაფიოდ არის განმარტებული, რომ სახელმწიფომ უნდა აწარმოოს რეგულარული საინფორმაციო კამპანიები ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად შშმ ქალთა და გოგონათა შორის, ასევე, გაზარდოს მათი ინფორმირება და მისაწვდომობა სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურებაზე, გაითვალისწინოს სხვადასხვა პროგრამაში, გადადგას ნაბიჯები მათი ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, გადახედოს კანონმდებლობას და მოარგოს ის ამჟამად არსებულ გამოწვევებს და სხვა.
ცნობისთვის, საინფორმაციო სამედიცინო - ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“ (შემდგომში - თანადგომა) არის ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მისიას წარმოადგენს, გააუმჯობესოს საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა პრევენციული, საგანმანათლებლო, დიაგნოსტიკური და სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელებისა და ამ პროგრამების ადვოკატირების გზით.
სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების პროგრამის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა გენდერული ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა. ბოლო წლებში ორგანიზაციის მიერ განხორციელდა რამდენიმე პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა მოწყვლადი ქალების სხვადასხვა ჯგუფების მხარდაჭერას მათი უფლებების დაცვის, დისკრიმინაციისა და ძალადობის შემცირების მიმართულებით.
შშმ ქალთა ეროვნული ქსელი არის ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მისიაა შშმ ქალების (გოგონების) სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების რეალიზების ხელშეწყობა.
ქსელი თავის საქმიანობას ანვითარებს სამი ძირითადი მიმართულებით:
შშმ ქალებისა და გოგონების ლიდერობის განვითარება და გაძლიერება როგორც ქალთა გაძლიერების მოძრაობის ფარგლებში, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მოძრაობის ფარგლებში;შშმ ქალთა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები;შშმ ქალთა სექსუალური და რეპროდუქტიული ჯანმრთელობისა და უფლებების რეალიზაციის ხელშეწყობისაკენ მიმართული ღონისძიებები.
R