სასტუმრო "მამიდას" მფლობელი, როენა ხუცურაული საკუთარ სახლში, გარდაცვლილი ნახეს. მომხდართან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, როენა ხუცურაულის სახლში ამჟამად პროცედურული საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. საქმე სისხლის სამართლის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.
ერთ-ერთი ვერსიით, ქალს გულის პრობლემები ჰქონდა და შესაძლოა, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გამხდარიყო.
როენა ხუცურაული რამდენჯერმე პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით იყო ნასამართლევი. 2019 წელს, ის პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით რამდენიმე პირთან ერთად დააკავეს, შემდეგ კი 30 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.