ავტორი:

ამაზონის ჯუნგლების სასწაული: როგორ მოახერხა 4-მა მცირეწლოვანმა და-ძმამ ავიაკატასტროფის შემდეგ გადარჩენა? - "ბიჭებიდან ერთ-ერთი ძირს იწვა, მითხრა, - დედა გარდაიცვალაო"

ამაზონის ჯუნგლების სასწაული: როგორ მოახერხა 4-მა მცირეწლოვანმა და-ძმამ ავიაკატასტროფის შემდეგ გადარჩენა? - "ბიჭებიდან ერთ-ერთი ძირს იწვა, მითხრა, - დედა გარდაიცვალაო"

ამაზონის ჯუნგლებში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ოთხი ბავშვი 40 დღის შემდეგ ცოცხალი იპოვეს. 13, 9, 5 და 1 წლის და-ძმები პარასკევს, ავიაკატასტროფის ადგილიდან 5 კმ-ის მოშორებით აღმოაჩინეს. გადარჩენილი ბავშვების ცნობით, მათი დედა თვითმფრინავის ჩამოვარდნიდან 4 დღეში გარდაიცვალა. ქალთან ერთად დაიღუპნენ პილოტი და კიდევ ერთი მგზავრი.

ბავშვების მამა მანუელ რანოქი შვილების ნაამბობს უყვება მედიას:

"ვიდრე ჩემი მეუღლე გარდაიცვლებოდა, ბავშვებისთვის უთქვამს, - წადით აქედან, თავს უშველეთ. მალე ნახავთ, როგორი კაცია მამათქვენი. მისგანაც ისეთ დიდ სიყვარულს იგრძნობთ, როგორიც ჩემგან მიიღეთო..."

მაშველი ნიკოლას ორდონეზ გომესი იმ მომენტს იხსენებს, როცა ბავშვები იპოვეს:

"უფროს გოგონას, ლესლის 1 წლის და ეკავა ხელში. ის ჩემკენ გამოიქცა და მითხრა, რომ შიოდა. ბიჭებიდან ერთ-ერთი კი ძირს იწვა. როცა დამინახა, ადგა და მითხრა, - დედა გარდაიცვალაო". მას შემდეგ, რაც მაშველებმა ბავშვები დაამშვიდეს და უთხრეს, რომ ისინი მათი მშობლების მეგობრები იყვნენ და ოჯახმა გამოგზავნა, ბიჭუნამ მათ თურმე პური და სოსისი მოსთხოვა.

ბავშვების გადარჩენის დღეს გადაღებულ ვიდეოში ჩანს, ისინი როგორი დასუსტებულები არიან ჯუნგლებში რამდენიმეკვირიანი ხეტიალით. ბავშვების ბიძის, ფიდენციო ვალენსიას თქმით, პატარები თავის გადასარჩენად თავიანთ ცოდნას იყენებდნენ, მაგალითად არჩვედნენ, - რომელი ხილი იყო საკვებად გამოსადეგი და რომელი - არა.

ბავშვები ვერტმფრენით პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 2 კვირა გაჩერდებიან. მაშველთა გუნდის თქმით, ბავშვები თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილიდან 5 კილომეტრის მოშორებით იმყოფებოდნენ. ამან ბევრი დააეჭვა, თუ რატომ ვერ მოხერხდა მათი უფრო ადრე პოვნა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, თავდაპირველად, ბავშვები ბუჩქებში განზრახ ემალებოდნენ მაშველებს, რადგან შეშინებულები იყვნენ. მათ პოვნაში დიდი როლი სამხედრო მაშველმა ძაღლმა - უილსონმა ითამაშა, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ დაიკარგა. ბავშვების თქმით, ჯუნგლებში ხეტიალისას, მათ გარკვეული დრო დაჰყვეს უილსონთან ერთად... სწორედ უილსონის დატოვებულმა კვალმა აპოვნინა ოთხივე ბავშვი მაშველებს. ახლა ისინი გმირი ძაღლის პოვნას ცდილობენ:

"ოპერაცია არ დასრულდება, ვიდრე უილსონს არ ვიპოვით", - წერია არმიის ოფიციალური "ტვიტერის" პოსტში.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="es" dir="ltr">El sufrimiento de Lesly, Soleiny, Tien y Cristin, y el milagro de sus vidas nos han estremecido a todos y nos han enseñado el mejor ejemplo de unión y resiliencia. Desde el corazón gracias infinitas a todos los que lograron su búsqueda y rescate.<a href="https://t.co/0xe3xDNAB0">https://t.co/0xe3xDNAB0</a></p>&mdash; Shakira (@shakira) <a href="https://twitter.com/shakira/status/1667628556204032000?ref_src=twsrc%5Etfw">June 10, 2023</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

ბავშვების გადარჩენა კოლუმბიელმა მომღერალმა, შაკირამაც აღნიშნა. მან "ტვიტერზე" დაწერა: „ლესლის, სოლინის, ტიენის და კრისტინის ტანჯვამ და მათმა სასწაულებრივმა გადარჩენამ ყველა შეგვძრა და ერთიანობის და გამძლეობის უდიდესი მაგალითი გვიჩვენა."

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა