ავტორი:

ვინ არის შონ პენის უკრაინელი გერლფრენდი, ვისთან ერთადაც მსახიობი თბილისს სტუმრობდა -  უკრაინული მედია წყვილის შესახებ წერს (ფოტოები)

ვინ არის შონ პენის უკრაინელი გერლფრენდი, ვისთან ერთადაც მსახიობი თბილისს სტუმრობდა -  უკრაინული მედია წყვილის შესახებ წერს (ფოტოები)

ამერიკელი მსახიობისა და რეჟისორის საქართველოში ვიზიტი არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში იყო საინტერესო და რეზონანსული, არამედ უკრაინაშიც.

როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, შონ პენს ახლო ურთიერთობა აქვს პრეზიდენტ ზელენსკისთან და მხარს უჭერს უკრაინას. ომის დაწყების შემდეგ ის არაერთხელ იმყოფებოდა იქ. შონ პენმა თავისი ოსკარი ვოლოდიმირ ზელენსკის გადასცა და თქვა, რომ რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვების შემდეგ დაიბრუნებს მას. გარდა ამისა, ის უკრაინში რუსეთის შეჭრისა და იქ არსებული ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ფილმს იღებს.

თუმცა მხოლოდ ეს არ არის. რამდენიმე დღეა დასავლური ტაბლოიდები წერენ, რომ ცნობილ რეჟისორს უკრაინელი გერლფრენდი ჰყავს. შონ პენი საქართველოშიც მასთან ერთად იმყოფებოდა. უკრაინული მედია ამ ამბით განსაკუთრებით დაინტერესებულია და წერენ, რომ "როგორც ჩანს, წყვილის ურთიერთობა აქტიურ ფაზაში შევიდა, რადგან ისინი დაჯარო ღონისძიებებს ერთად ესწრებიან".

  • შონ პენი და მისი უკრიანელი შეყვარებული თბილისში

შონ პენის მეგობარი გოგონა უკრაინელი ოლგა კოროტიევაა.

პენის ახალ რომანზე პირველად მაისის ბოლოს წერდნენ, როცა ის კოროტიაევასთან ერთად მალიბუში დააფიქსირეს.

პენი მსახიობ ლეილა ჯორჯს 2022 წელს დაშორდა.