ავტორი:

ყოფილი "ვაგნერელი" "რუსეთის განმანთავისუფლებლებს" შეუერთდა - პროგოჟინი კი მოკვლით ემუქრება

ყოფილი "ვაგნერელი" "რუსეთის განმანთავისუფლებლებს" შეუერთდა - პროგოჟინი კი მოკვლით ემუქრება

11 ივნისს რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები მორიგ ჯერზე გაცვალეს. გაცვლამდე "რუსეთის მოხალისეთა კორპუსის" (რმკ) მეთაურმა დენის ნიკიტინმა რუსი ტყვეები მოინახულა. ცნობისთვის, ეს ის ჯგუფია, რომელიც ბელგორიდში და რუსეთის სხვადასხვა ტერიტორიაზე ხანძრებსა თუ აფეთქებებზე იღებს ხოლმე პასუხისმგებლობას.

რმკ-ს მეთაურმა ოკუპანტებს შესთავაზა, რომ მის კორპუსს შეერთებოდნენ და "რუსეთის გათავისუფლებაში“ წვლილი შეეტანათ.

  • ერთ-ერთი ვინც დენისს დასთანხმდა სამარელი ვლადისლავ იზმაილოვი იყო, რომელიც ადრე კერძო სამხედრო კომპანიაში "ვაგნერში“ მსახურობდა.

მომხდარს "ვაგნერის“ მეთაური ევგენი პრიგოჟინიც გამოეხმაურა. პრიგოჟინმა დაადასტურა, რომ ისმაილოვი ყოფილი პატიმარი იყო, რომელიც 2022 წლის ნოემბერში ტყვედ ჩავარდა.

"ვლადისლავ ისმაილოვი - მოღალატეა. დარწმუნებული ვარ, "ვაგნერის“ ტრადიციების მიხედვით, როგორც მოღალატეებს შეეხება, ისე აგებს პასუხს. იმედი მაქვს, მას ვიპოვით და სამართლიან ბრძოლაში მოვკლავთ", - განაცხადა პრიგოჟინმა.

ცნობისთვის, 11 ივნისს უკრაინამ რუსეთისგან 95 სამხედრო მოსამსახურე დაიბრუნა.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე