ავტორი:

"გამორჩეული და ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ადამიანი..." - ექიმი ზურა ჩხეიძე გარდაიცვალა

"გამორჩეული და ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ადამიანი..." - ექიმი ზურა ჩხეიძე გარდაიცვალა

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ექიმი ზურა ჩხეიძე გარდაიცვალა. ამის შესახენ ინფორმაციას ონკოლოგიის ინსტიტუტი ავრცელებს.

"ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის დამსახურებული ექიმი - ზურა ჩხეიძე.გამორჩეული და ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ადამიანი, ღირსეული ქართველი, საუკეთესო ექიმი, არაჩვეულებრივი მეგობარი და კოლეგა.

თანაგრძნობას ვუცხადებთ ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს. მისი უდროოდ წასვლა უდიდესი დანაკლისია ყველა ჩვენგანისთვის", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.